Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (28/07/2025)

დაიკითხება მთავარი გამომძიებელი, არსენ ღუნაშვილი, მის გარდა მოწმედ პროკურატურამ კიდევ ორი გამომძიებელი მოიყვანა: გიორგი ჯიქია და ნიკოლოზ ალხაზიშვილი

17:58 28.7.2025

მომდევნო სხდომა, რომელიც 30 ივლისს იყო დანიშნული გადაიდო. მორიგი პროცესი ოთხ აგვისტოს 11:00-ზე გაიმართება.

17:40 28.7.2025

ადვოკატები აფიქსირებენ პოზიციას, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა სხდომის პროტესტის მიზნით დატოვება მოითხოვეს და იგივე მოუწოდეს ადვოკატებსაც:

შოთა თუთბერიძე, მიმინოშვილისა და გორგაძის ადვოკატი:

“თქვენი ჩვენ [დაცვის მხარეს] მიმართ კეთილგანწყობაზე მეტად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია თქვენი სამართლიანობა.” შოთა თუთბერიძე

“დავიბაროთ ნებისმიერი ექსპერტი და დავკითხოთ შეიძლება თუ არა მსგავსი რამის დაშვება.”

“ფაქტია, რომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეთ და ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ ძალიან შეგნებულად.”

დავით ჭიკაიძე, ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი:

“...გაოგნებული ვარ პირდაპირი მნიშვნელობით, დღეს რაც მოხდა იმით… შეურაცხყოფილიც ვარ, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, იმიტომ რომ ამ ქმედებით სასამართლომ მისცა პროკურატურას ნება ხმოვანი ვიდეო აღმოჩნდეს საქმის მტკიცებულებაში...”

17:36 28.7.2025

დაკავებულების ოჯახის წევრები გაღიზიანებულები არიან. ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი ეკითხება მოწმე გამომძიებელს, რას ჩურჩულებო.

„იგინება, იგინება“, - წამოძახილია დარბაზიდან. ის ვასილ კაძელაშვილის ცოლია.

ტექნიკური შესვენება დასრულდა. ზვიად ცეცხლაძე ამბობს, რომ ბრალდებულები პროტესტის ნიშნად ტოვებენ სხდომას.

„მას შემდეგ, რაც გადაღება აიკრძალა ვიდეოები იდება AI-ის გენერირებული, იმ ვიდეოების ავთენტურობას ხომ ვერავინ ენდობა... გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ ვიდეოს[რაც უნდა ჩართონ] ავთენტურობას ვენდოთ, ასევე უკიდურესად სუბიექტურები არიან და ამ ვიდეოზე ხმოვანიც სუბიექტურად გახმოვანებული იქნება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ პროცესი და ადვოკატებსაც იგივესკენ მოვუწოდებთ", - ბრალდებულების პოზიცია გააჟღერა ზვიად ცეცხლაძემ.

რა უფლება დაირღვა თქვენიო, -კითხულობს მოსამართლე და პასუხობს მიმინოშვილისა და გოშაძის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე, რა უფლება დაირღვა და სამართლიანი სასამართლოსიო.

17:22 28.7.2025

მოსამართლე ეკითხება გამომძიებელ ხუნაშვილს:

- შეკითხვები გარკვეულწილად რომ ამოწუროს ბრალდების მხარემ და თუ რამეს ვერ გაიხსენებთ მერე დააყენოთ ეგ საკითხი, მისაღებიაო? მოწმის თქმით, არ ახსოვს.

ამის შემდეგ ამეხსიერების ბარათი გაიგივებულია მხარეების მიერ, როგორც ნივთიერი მტკიცებულება, საუბარი იყო შემოპარება უნდაო, როგორც მტკიცებულებაო.

„მოწმე ვერცერთ მტკიცებულებას ვერ წარადგენს და ვერ მოითხოვს მის დართვას, ეს არის მხარეების პრეროგატივა... მოწმე აღნიშნავდა, რომ ვიდეო იყო ვრცელი, აღნიშნული ვიდეოს წარდგენა სურდა და ეს მტკიცებულების გამოკვლევად ვერ ჩაითვლება წინა პროცესზე ვიდეოები მხლოდ წარედგინა მოწმეს და არ იქნა გამოკვლეული, ვიდეოს გამოკვლევა ვერ მოხდება თუ ის არ არის დაშვებული კანონით დადგენილი წესით.... 115-ე მუხლი არის დაკითხვის ზოგადი წესი, სადაც მითითებულია მეექვსე მუხლთან მიმართებით და აქ საუბარი არ არის ნივთიერ მტკიცებულებაზე, აქ მითითებულია დაკითხვისას მოწმეს შეუძლია გამოიყენოს დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.

მეშვიდე მუხლი იმპერატიულია და აძლევს შესაძლებლობას მოწმეს ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციის შემცველი ობიექტით, რომელიც მის ხელთაა. ვერ გააკეთებს სასამართლო ინფორმაციის შემცველი ობიექტის კანონიერად მოპოვებაზე და ავთენტურობაზე და არ შეიძლება გაიგივდეს მტკიცებულებასთან. სასამართლო იხილავს არა მტკიცებულების საკითხს.. სრულიად საპირისპიროდ, 115-ე მუხლი გვეუბნება იმას, რომ ეს არის ნებისმიერი დოკუმენტი ჩანაწერი ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.

რამდენად არის შესაძლებელი მხარე დაეხმაროს მოწმეს აღნიშნულის გამოყენებაში. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ინფორმაციის შემცველ ობიექტში მოიაზრება დისკი, ფლეშკა ობიექტი, აძლევს მოწმეს ამის შესაძლებლობას... როგორ მოგვარდება არ არის იმპერატიულად განსაზღვრული და რაიმე შეზღუდვა იმასთან დაკავშირებით, რომ დაეხმაროს, მიაჩნია, რომ არ არღვევს რაიმე პრინციპს. მოწმის მიერ თავისი დოკუმენტით, ჩანაწერით და სხვა დოკუმენტით სარგებლობა არ შეიძლება გაიგივდეს იმ მტკიცებულებასთან, რომელიც წინასსასამართლოს სხდომის ეტაპზეა დართული".

[აჩერებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, გახსოვთ რამდენი ხნის წინ გთხოვეთ საპირფარეშოში წასვლა? ვეღარ ვითმენო]

მოსამართლე არ უშვებს მას, საყვედურობს და აგრძელებს. მოსამართლემ საბოლოოდ მისცა უფლება ჩართოს გამომძიებელმა ვიდეო.

ბრალდებულები ამბობენ, რომ პროტესტის ნიშნად სხდომას დატოვებენ.

ხუთწუთიანი შესვენებაა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG