Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (28/07/2025)

დაიკითხება მთავარი გამომძიებელი, არსენ ღუნაშვილი, მის გარდა მოწმედ პროკურატურამ კიდევ ორი გამომძიებელი მოიყვანა: გიორგი ჯიქია და ნიკოლოზ ალხაზიშვილი

12:29 28.7.2025

კითხვებს სვამს გორგაძისა და მიმინოშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე:

ადვოკატი ეკითხება მოწმეს, გიორგი გორგაძის ვიდეოზე, ხომ არ შეუმჩნევია რაიმე მანიპულაცია. „არ მახსენდებაო“, - პასუხობს გამომძიებელი.

„ექსპერტი არ ვარო“, პასუხობს, როცა ეკითხება კადრიდან კადრამდე წყვეტა ხომ არ არისო. ამის შემდეგ ადვოკატი მოწმეს ვიდეოს აჩვენებს:

„დააკვირდით, ბატონო ლევან იცვლება თუ არა კადრი და უწყვეტია თუ არა, თუ ვერ ამჩნევთ, მითხარით, რომ ვერ ამჩნევთ".

მოწმე იგივეს პასუხობს: „არ მახსენდება..ვერ შევამჩნიე".

[მოსამართლე კიდევ ერთხელ განუმარტავს პოლიციელს მოწმის ქცევის წესებს. სანამ მე არ გაგაჩერებთ ვალდებული ხართ ყველა კითხვას პასუხი გასცეთო].

ადვოკატი ცდილობს შეაჯამოს: თქვენ არ გახსენდებათ არ შეგიმჩნევიათ ვიდეოზე წყვეტა, მაგრამ მოახერხეთ გიორგი გორგაძის იდენტიფიცირება. ამის შემდეგ ეკითხება მოწმეს: როდისაა გადაღებული იცით?

ლევან ბასილაძის თქმით, „რამდენადაც ახსოვს პატაკში ეწერა, რომელიც გიორგი ჯიქიამ დაწერა".

შოთა თუთბერიძე ეკითხება, ადასტურებს თუ არა პატაკის სიზუსტეს და მის მიღმა, კიდევ, რა იცის. მოწმე კითხვას თავს არიდებს.

შოთა თუთბერიძის დაკითხვაში ერთვება გუჯა ავსაჯანიშვილი და აზუსტებს: ინფორმაცია ანუ პატაკი, რომელსაც დაეყრდენით არის თუ არა ირიბი მტკიცებულებაო.

მოსამართლე განმარტავს, ლევან ბასილაძე ახლა მოწმის სტატუსით სარგებლობს და არა გამომძიებლის და შეფასებებს ნუ მოთხოვთო.

ამის შემდეგ ავსაჯანიშვილი აზუსტებს კითხვას: ის ინფორმაცია, რითაც იხელმძღვანელეთ, გადამოწმებადია თუ არა?

ლევან ბასილაძის თქმით, როგორც წესი იკითხება პატაკის შემდგენი, წყარო ინფორმაციის არ გამოკითხულა და ასეთი პრაქტიკაში არ გვაქვსო.

„რადგან გამოკითხული არ არის, ე.ი. გადამოწმებადი არაა", - ასკვნის ადვოკატი ავსაჯანიშვილი. მოწმე ამტკიცებს, რომ გადამოწმებადია.

ისევ შოთა თუთბერიძე აგრძელებს: რამე ღონისძიება ან ქმედება თუ განახორციელეთ, რომ ოპერატიული ინფორმაციის სისწორე გადაგემოწმებინათ, მაგალითად გადაღების დროსთან დაკავშირებით, იქ რომ დაეწერათ ახალი წლის ღამითაა გადაღებული საზეიმო ვითარებაშიო, იტყოდით, რომ ეგრეა, რადგან ოპერატიულ ინფორმაციაში ეგრე წერიაო?

მოწმე პასუხობს: დათვალიერების ოქმში არის მითითებული, რომ მიზანი კონკრეტული ადამიანის იდენტიფიკაცია იყო.

12:09 28.7.2025

სხდომათა დარბაზში გამოიძახეს გამომძიებელი ლევან ბასილაძე. მისი დაკითხვა წინა სხდომაზე დაიწყო, თუმცა ვერ მოესწრო დასრულება.

12:07 28.7.2025

დღევანდელი სასამართლო სხდომა თურმე 11:00-ზე უნდა დაწყებულიყო. სასამართლოს საიტზე 12:00 იყო მითითებული, ასე გვქონდა ჩანიშნული ჟურნალისტებსაც.

მოსამართლე შენიშვნას აძლევს ორ ადვოკატს: გუჯა ავსაჯანიშვილს და შოთა თუთბერიძეს, რატომ დააგვიანეთო.

ადვოკატების თქმით, საიტზე შეამოწმეს და 12:00 ეწერა. თამარ მჭედლიშვილი პასუხობს, მე რასაც ვამბობ ის უფრო მნიშვნელოვანია თუ რაც სასამართლოს საიტზე წერიაო?

ადვოკატი პასუხობს, რომ „ეს ოფიციალური საიტია".

მოსამართლის თქმით, კოლეგიას შენიშვნას ვერ მისცემს, რადგან მათ უამრავი საქმე აქვთ და შესაძლოა შეცდომა გაიპარა. „ჩემთან გადაამოწმეთ ხოლმეო", - გასცემს რეკომენდაციას.

ამ დისკუსიის შემდეგ მოსამართლე ამბობს, რომ ადვოკატებს ამის შემდეგ ერთი წუთით დაგვიანებასაც კი არ აპატიებს. მან ადვოკატების განმარტებები სასამართლოს უპატივცემულობად აღიქვა.

საუბარში ერთვება ადვოკატი, არჩილ ჭავჭანიძე და აცხადებს, რომ „გაუგებრობა მოხდა, წმინდა წყლის"

„კი ბატონო, მაგრამ მაინც ერთსა და იმავე ადვოკატებს ველოდები ყოველ სხდომაზე და ამდენი საუბარი, რა საჭირო იყოო", - ამბობს მოსამართლე და ამატებს: საიტს მე გავაკონტროლებ და თუ დააგვიანებთ ზომებს მივიღებო.

12:02 28.7.2025

„რამდენი მოწმე მოგიყვანიათ, ეტყობა სულ რომ გეჩხუბებით, მოვასწრებთ იმედია", - ამბობს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი.

დაიკითხება მთავარი გამომძიებელი, არსენ ღუნაშვილი, მის გარდა მოწმედ პროკურატურამ კიდევ ორი გამომძიებელი მოიყვანა: გიორგი ჯიქია და ნიკოლოზ ალხაზიშვილი

ასევე, გაგრძელდება გამომძიებელ ლევან ბასილაძის დაკითხვა(წინა სხდომაზე დაწყებული) და სავარაუდოა, რომ ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ უხმო ვიდეო მტკიცებულება ისევ მთავარი განხილვის თემა იქნება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG