კითხვების დასმას აგრძელებს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი.
- ანუ, სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა ფეიერვერკის ჰაერში გასროლა, კი ან არა მიპასუხეთ..
იცილებს პროკურორი კითხვას, ფეიერვერკს ჰაერში ისვრიან, მაგრა გააჩნია, რა მიმართულებით და რა შედეგი აქვსო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა შეაფასონ სხდომაზე კონკრეტული ქმედება დანაშაულია თუ არა. გასაგებია, რომ ადვოკატის მიზანია დაადგინოს, რამდენად იცის მოწმემ სისხლის სამართლის კანონდემბლობა, მაგრამ კითხვა აცილებულ იქნასო.
ადვოკატის თქმით, მას აქვს უფლება შეამოწმოს გამომძიებლის კომპეტენცია.
კითხვებს სვამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული, ვეფხია კასრაძე:
- არის თუ არა სამსახურებრივი გულგრილობა თქვენი ქმედება, როცა არ გამოიკვლიეთ ვიდეოს ხმა ავთენტური იყო თუ არა[გულისხმობს ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის წინააღმდეგ ვიდეოჩანაწერს]? ამ გულგრილობის გამო 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრება, ვინ აგებს პასუხს ამაზე?
[პროკურატურა იცილებს]
- იყო ეს სამსახურებრივი გულგრილობა?
- არა??
- აბა, გამოგრჩათ?
- არა, სამართლებრივი მსჯელობა სჭირდება და არ შემოვალ..
- რით ადასტურებთ? ექსპერტიზა სრულად ხომ არ ჩატარებულა, ხმის ექსპპერტიზა რომ ჩაგეტარებინათ კითხვა ხომ არ გაჩნდებოდა, დანაშაულია, შეცდომაა დაშვებული, რომ ხმის ექსპერტიზა არ ჩატარდა...რატომ არ ჩაატარეთ ექსპერტიზა ხმაზე?
[ვეფხია კასრაძემ წინა სხდომაზეც იკითხა იგივე და მოსამართლემ სწორედ ეს შეახსენა]
- ვალდებული იყო თუ არა ჩაეტარებინა ასე დავსვამ კითხვას.. [შეფასების საშუალება მომეცითო, ამბობს].
მოწმე ბასილაძის დაკითხვა დასრულდა, განცხადებას აკეთებს კასრაძე:
„არასრულყოფილი ექსპერტიზა ჩაატარა, მე არ ვედავები, რომ არ ვჩანვარ. იმასთან დაკავშირებით საუბარი მეკუთვნოდა თუ არა მე, ექსპერტიზა არაა ჩატარებული, არაა დადგენილი ჩანაწერის და საუბრის ავთენტურობა, ვერ ადასტურებენ როდის მოხდა ეს ჩაწერა, ვერც რიცხვს ადასტურებენ, ვერც დროს, საერთოდ, სად მოხდა ვერ ადასტურებენ და თხოვნა მაქვს ეს გაითვალისწინოთ".
ბრალდებულები გოშაძე და ჯავახიშვილი მოსამართლეს უსვამენ კითხვას, როგორ მოვიქცეთ და დავიცვათ თავიო. „მე მეკითხებითო", - ეღიმება მოსამართლეს. „გადასარევი ადვოკატები გყავთ და იმათთან გაიარეთ კონსულტაციაო“.
იკითხება საქმის გამომძიებელი გიორგი ჯიქია.
გიორგი ჯიქიას თქმით, არ აქვს ბრალდებულებთან პირადი ნაცნობობა და არც პირადი ინტერესი აქვს. ის თავისუფალი თხრობით აძლევს ჩვენებას, შემდეგ დაუსვამენ კითხვებს მხარეები. გიორგი ჯიქია პატაკის შემდგენი გამომძიებელია.
„4 დეკემბერს მივმართე პატაკით ჩემს ხელმძღვანელს, რომ პირადი კონტაქტისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი დანაშაულებრივ ქმედებებს ახორციელებდნენ რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა თარიღში".
გამომძიებლის თქმით, პირად კონტაქტს ვოტსაფით ეკონტაქტდა, მან ლინკები გამოუგზავნა. ვიდეოები განთავსებული იყო იუთუბსა და ფეისბუქზე.
„პირადი კონტაქტისგანაა ჩემთვის დანაშაულის ჩადენის თარიღები ცნობილი, მან მითხრა მე.. რა ეცვათ, როგორ და ბაზების გამოყენებით იდენტიფიცირება მოვახდინე".
პროკურორი კითხულობს, როგორ იგებდით ვიდეოზე რომელი იყო ის პირი, რომლის შესახებაც ცნობები პირადმა კონტაქტმა მოგაწოდათო.
მოწმის თქმით, კონტაქტი მიუთითებდა დროს „ამ დროიდან ნახე“, ჩანდა სახე, „ეუბნებოდა სახელსა და გვარს“, შემდეგ ბაზების მეშვეობით იგებდა ვინაობას.
ვაჟა თოდუა ეკითხება, რამდენი ხანია ამ კონტაქტთან გაქვთ კომუნიკაცია და რატომ ენდობითო. არასდროს შეცდომასი არ შევუყვანივარო.
ფორუმი