Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (28/07/2025)

დაიკითხება მთავარი გამომძიებელი, არსენ ღუნაშვილი, მის გარდა მოწმედ პროკურატურამ კიდევ ორი გამომძიებელი მოიყვანა: გიორგი ჯიქია და ნიკოლოზ ალხაზიშვილი

16:29 28.7.2025

მოსამართლე იგივეს იმეორებს, რაც მანამდე თქვა, შემდგომ უნდა შევაფასოთ, ახლა ვერაო.

კარგიო, ეთანხმება შოთა თუთბრიძე და მოითხოვს ჩამოიტანონ ვიდეო, აინტერესებს, სად მოისმინა ის, რასაც მოწმე მოჰყვება.

აგრძელებს მოწმე:

„14-წუთიანი ვიდეო, რაზეც ადვოკატები საუბრობენ არის ინფორმაციული. ზვიად ცეცხლაძე თანხმლებ პირთან ერთად საუბრობს უწყვეტ რეჟიმში, ეს ვიდეო გადმოვწერე და ჩავწერე დისკზე, ვინახავ ყველა ვიდეოს ერთად ფლეშმეხსიერების ბარათზე, გთხოვთ, მომცეთ საშუალება ეს ვიდეო ჩავრთო და ერთად მოვუსმინოთ".

[ადვოკატები იცინიან]

გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, ერთი და იგივე ვიდეო რომ არის, ბატონ არსენს არანაირი მტკიცებულება არ აქვს ამის დაასადასტურებლადო.

როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ მთავარ ვიდეომტკიცებულებას, რომელიც სასამართლოზე უნდა გამოიკვლიონ ხმა არ აქვს, ბრალდების მხარემ მოიფიქრა გზა - არსენ ხუნაშვილმა მოიტანა ჩიპზე ჩაწერილი ეს ვიდეო და ითხოვს მის ჩართვას.

შოთა თუთბერიძე: „ჯიბიდან ფლეშის გამოძრობა და კომპიუტერზე შეერთება... ეს ვიდეო არ არის მხარეებთან გაცვლილი, მისი წარმომავლობა უცნობია... ახლა ვმსჯელობთ იმაზე, რომ მოწმის სახით მოსულა ადამიანმა ჯიბიდან ამოიღოს ფლეშკა და ვიდეო ჩართოს?

პროკურორი: არ აქვს ამის უფლება? სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი წაიკითხეს.....[კითხულობს] არა ბატონო ვაჟა, ამას თქვენ ახლა აქ ვერ გაატარებთ.... რაც შეეხება აუდიოვიდეო ჩანაწერს, წარმოიდგინეთ დაცვის მხარე რომ მოვიდეს და თქვას, მე ახალი მტკიცებულება მომაქვსო"

მოსამართლე: მტკიცებულების სახით ვიკვლეთ ახლა?

16:30 28.7.2025

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეშვიდე პუნქტში მოწმის დაკითხვის წესზე წერია ასეთი რამ: მხარეებს შეუძლიათ დასაკითხ პირს მოსთხოვონ დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელსაც იგი იყენებდა დაკითხვისას, ხოლო შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ მას ან დაურთონ საქმეს.

16:45 28.7.2025

ადვოკატები წინააღმდეგები არიან მოწმემ მისი მეხსიერების ბარათიდან ჩართოს ვიდეო. რევაზ აჭარაძე კითხულობს, უნდა დავსხდეთ და ვუყუროთ არის თუ არა ეს ვიდეოები ერთი და იგივე და რატომ უნდა გავწიოთ ეს ძალისხმევა? თანაც საქმეში მტკიცებულებად ჩადებულ ვიდეოს ხმა არ აქვსო.

„მიკვირს კიდეც, რომ ამდენი მსჯელობა დაგვჭირდა, დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამას არ დაუშვებს... მოვიდა გამომძიებელი და აგერ ვიდეო მაქვსო? წარმოუდგენელი დარღვევაა", - ამბობს რევაზ აჭარაძე.

ამატებს გუჯა ავსაჯანიშვილი: თიუ მოწმეს სურს საქმის მასალით იხელმძღვანელოს, არის ვიდეო და იხელმძღვანელოს[ უხმო ვიდეოა - რ.თ.]... სანამ ეს ფლეშკა შეერთდება მანამდე უნდა დასაბუთდეს, რომ მისი მოტანილი ვიდეო, იგივეა, რაც საქმეში, ბატონი არსენი ამბობს, ხმა აქვსო და საქმეში ხმიანი ვიდეო არ არსებობს.... ბატონ არსენს შეუძლია ფლეშკა ხელში ეჭიროს".

ინსაფ ალიევის ადვოკატი აიჰან ჰასანლი ფიქრობს, რომ ბრალდების მხარე 115-ე მუხლს არაკეთილსინდისიერად განმარტავს.

17:03 28.7.2025


ახლა გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უნდა მიიღოს, ჩაართვევინებს თუ არა ვიდეოს, რომელიც გამომძიებელმა მეხსიერების ბარათით მოიტანა.

„ის ვიდეოა, რაც ჩავწერე დიკსზე", - ამბობს არსენ ხუნაშვილი

„ანუ სხვა ვიდეოა", - პასუხობს გუჯა ავსაჯანიშვილი.

პროკურორი ვაჟა თოდუა ითხოვს ჩაართვევინოს მოწმეს ვიდეოს. დათვალიერების ოქმში წერია, რომ ასლი არის გაკეთებულიო.

[ხმაურია, ადვოკატები ბრაზობენ, ფეხზე დგება შოთა თუთბერიძე და მიმართავს პროკურორს: ვაჟა თოდუას - შეგრცხვებათ ბატონო ვაჟა, კარგით რა სირცხვილია". ]

პროკურორი აგრძელებს: ასლი ჩაწერილია კომპიუტერში და უამრავი გამომძიებელი დაიკითხა, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ვიდეოს სამუშაო ვერსია არსებობსო.

გუჯა ავსაჯანიშვილი ითხოვს, მაჩვენეთ დათვალიერების ოქმში, სად წერია, რომ ასლი გაკეთდაო, წერია ასლი გაკეთდა დისკზეო.

დავით ჭიკაიძე, ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი: როდესაც ეს მოცემულობა აღმოჩნდა, რასაც ვვარაუდობდით, ვიცოდით, რომ ასე განვითარდებობა. 115 მუხლი საერთოდ სხვა მიზნებს ემსახურება... ეს წარმოდგენას გვიქმნის სამომავლო შედეგებზე. რასაც არსენი აკეთებს ახლა, კლასიკური მაგალითია, როგორ შეიძლება ის მტკიცებულება რომელიც უშინაარსოა, შინაარსით მივაწოდოთ სასამართლოს...

აგრძელებს საუბარს შოთა თუთბერიძე:

„როგორი ბავშვური იმედი მქონდა, რომ ყველაფერს არ იკადრებდა პროკურატურა, როგორ შევცდი. მე მეგონა, რომ თქვენგანაც პროკურატურა ღიმილს დაიმსახურებდა ამ აბსორდული ვითარების გამო. თურმე ვერ დაიმახსოვრება და ახლა თან უნდა უყუროს და თან უნდა მოგვიყვეს. ბრალდების მხარე არის რთულ პოზიციაში, რადგან საქმის მთავარი მტკიცებულება, აღარ არსებობს... არსები დაიტუქსა კიდეც დარწმუნებული ვარ და ახლა პროკურატურა ცდილობს შემოგვაჩეჩოს მტკიცებულებად ის, რაც მტკიცებულება არ არის...

ბატონმა არჩილმა რაც უნდა ის წაიკითხოს და რაც უნდა ის მოისმინოს თავის კომპიუტერში, მაგრამ რასაც ახლა აკეთებს ეს ხომ ეს არ არის, ყველა კარგად ვხვდებით რასაც აკეთებენ, თქვენ უნდა შემოგაჩეჩონ ვიდეო, რაც არ გაქვთ, საქმეს უნდა დაერთოსო იტყვიან და ბოლოს თქვენთან აღმოჩნდება ეს ფლეშკა. ისინი ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ ის ლმობიერება, რომლითაც სარგებლობს ბრალდების მხარე სასამართლოში...

ადამიანური პატივისცემა, რომელიც თქვენს მიმართ გვაქვს, იმედია, წყალში არ გადაყრით...ნურც საკუთარ თავს ნუ გადააბიჯებთ, ნურც ჩვენ და ნურც კანონს , ნებისმიერ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პრაქტიკის დამკვიდრებით თქვენ მისცემთ საშუალებას ბრალდებას წარმოადგინოს მკვლელობის იარაღი, რომელიც საქმეში არ არის. ამაზე ნუ წავალთ... ნუ ვიკადრებთ პროცესის მონაწილე მხარეები ამას".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG