Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა კაციას საქმის განხილვა - ლაივბლოგი (29/07/2025)

გრძელდება ნიკა კაციას საქმის განხილვა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით. დღეს ექსპერტი დაიკითხება

11:48

სხდომა დასრულდა. შემდეგი პროცესი 5 აგვისტოს გაიმართება. სხდომაზე წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

მოსამართლე ეკითხება ადვოკატს, ნიკა კაცია ხომ არ მისცემს ჩენებას შემდეგ სხდომაზე.

„როცა გინდათ, თვითონ მოემზადოს მე მზად ვარ", - მიმართავს ნიკა კაციას პროკურორს, ნუგზარ ჭიტაძეს.

ამის შემდეგ კაციამ პრეტენზია გამოხატა დარბაზზე, სადაც შუშისა და ხისგან შეკრულ კონსტრუქციაში ზის ხოლმე. ამჯერად ასე არაა. მოსამართლემ განმარტა, რომ დარბაზები მასზე არაა დამოკიდებული.

11:44

დაცვის მხარეს სამი მოწმე დარჩა დასაკითხი. ადვოკატი ნინო ლომინაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი ექსპერტი შვებულებაშია და ამიტომ ვერ მოიყვანა.

11:43

სხდომათა დარბაზში იძახებენ კიდევ ერთ მოწმეს, თამარ ყელბერაშვილს.

ის ამბობს, რომ ნიკოლოზ კაციას 2019 წლიდან იცნობს. 2024 წლის 7 ნოემბერს იყო აქციაზე, მიწერა ნიკა კაციას, დაინტერესდა სად იყო და პასუხად მიიღო, რომ სახლში. დრო იყო დაახლოებით თერთმეტის წუთები. „მოგვიანებით გავიგე,რომ დააკავეს", - ამბობს მოწმე და ამატებს, რომ „როცა ელაპარაკა უთხრა, რომ ტაქსს ელოდებოდა".

მან დაუდასტურა ნიკა კაციას, რომ „კაციას დაჭერით ემუქრებოდნენ".

პროკურორმა იკითხა, რჩევა ხომ არ მიეცით, რომ პოლიციისთვის მიემართაო, რადგან მან გაგიზიარათ, რომ ემუქრებოდნენ.

[დარბაზში სიცილია]

მოწმე პასუხობს, რომ ამ ყველაფერს იუმორით უყურებდნენ.

11:34

კითხვებს სვამს პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე. ის არკვევს, რა შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს ანაბეჭდი საკვლევი ობიექტიდან.

მოწმე მის კითხვებზე პასუხად ამბობს, რომ ანაბეჭდი ობიექტიდან ბუნებრივადაც შეიძლება წაიშალოს, მაგალითად ბუნებრივი პირობები: წვიმა და ა.შ. „ბევრი ფაქტორია, რომელიც მის შენარჩუნებაზე ან წაშლაზე მოქმედებსო", - ამბობს მოწმე.

- შესაძლებელია თუ არა პოლიეთილენის პაკეტს შეეხოს პიროვნება და არ ამოვიდეს ანაბეჭდის კვალი?

- თუ კვლევა არ ჩატარდა ასე ვერ ვიტყვი.

- ამ შემთხვევაში ხომ კვლევაა ჩატარებული...

აპროტესტებს დაცვის მხარე, კითხვა აცილებულია.

- თუ კვალი არ ამოვიდა, ვერ განსაზღვრავს ექსპერტი, რატომ არ ამოვიდა კვალი: მზეში იყო, თუ წვიმაში...თუ რამდენიმე კვალი ამოვიდა, ვიტყვით, რომ მრავალჯერადი კვალია

- შესაძლებელია თუ არა პირი შეეხოს პაკეტს და არ ამოვიდეს ხელის კვალი?

- არის შემთხვევა ყინვაში, რომ ხელი მოკიდო პარკს და არ გადავიდეს.

კითხვებს სვამს ისევ დაცვის მხარე.

ნინო ლომინაძე: საკვლევი ობიექტი როცა გადმოგეცათ წესების დაცვით იყო დალუქული?

მოწმე: დიახ.

ადვოკატი: თქვენ კატეგორიული დასკვნა გაეცით, რომ კვალი არ ამოვიდა?

მოწმე: დიახ.

დაკითხვა დასრულებულია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG