უფრო მნიშვნელოვანია ამოარქივებული და ექსპერტიზის მიერ სესწავლილი ინფორმაცია და ამიტომ არ დავათვალიერეთ ჩვენ", - ასე პასუხობს კითხვას, რატომ არ დაათვალიერა ბრალდებულების ტელეფონები, რატო არ გამოკვეთეს თავად კავშირი.
ირმა ჭკადუა ბრაზობს, ვინ აგებს პასუხს ამაზეო.
„თქვენი პასუხიდან გავიგე, რომ ამოიღეთ თეთრაშვილის ტელეფონი და არ დაგვითვალიერებიათ, შესაბამისად არანაირი მტკიცებულება არ არის ორგანიზატორებთან კავშირის"
მოწმე ისევ აზუსტებს „პირდაპირი კონტაქტი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის".
კითხვებს სვამს ირმა ჭკადუა:
- გაქვთ თუ არა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ვალერი თეთრაშვილის კავშირს ორგანიზატორებთან?
- ეს შეიძლება დადგენს ისევ და ისევ ტელეფონის ექსპერტიზით, ვალერი თეთრასვილის პირდაპირი კავშირი ორგანიზატორთან ამ ეტაპზე დადგენილი არაა.
მოსამართლე მოუწოდებს, ყველა დასვამს ამ კითხვას და ბარემ ერთი პასუხი გაეცითო:
„ არის ვიდეოები, სადაც რამოდენიმე პირი ერთად ჩანს, შესაძლოა მათ ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი, ორგანიზატორთან პირდაპირი კავშირი არ ჩანს".
მთავარ გამომძიებელს კითხვებს უსვამს ადვოკატი, გოგიტა ბახტაძე:
- იყო თუ არა გამოძიებისთვის საინტერესო პოლიციელები, რომლებიც იგინებოდნენ იმ ვიდეოკადრებში, რომელიც პროკურატურამ მტკიცებულებად წარადგინა?
- გინება რომ განხორციელებულიყო პოლიციელების მიერ ეს უნდა გამოეძიებინა და გამოეკვლია სხვა სამსახურს, სხვისი კომპეტენციაა და ჩემი ქვემდებარე არ გახლავთ.
ისევ ირაკლი ჩომახაშვილის კითხვები:
- რამდენი ტელეფონია ამოღებული და რამდენზე ტარდება ექსპერტიზა?
- 20-მდე, ზუსტად არ მახსოვს და ამ საქმესთან ერთად ძირ საქმეზე შეიძლება 100-მდე ტელეფონზე მქონდეს დანიშნული...შეიძლება ჩემი ჩართვა არაა საჭირო, დაადგინონ და გამოაგზავნონ
- იქნებ აქედან რომ გახვალთ დაურეკოთ და მოიკითხოთ
[საქმეში ამ დრომდე არ არის ტელეფონის ექსპერტიზის პასუხები, პასუხისმგებელი პირია მთავარი გამომძიებელი: არსენ ღუნაშვილი].
- ვისაც ედავებით იქიდან, გიორგი ტერიშვილი იცნობს რომელიმეს?
- შეიძლება იცნობდეს ნებისმიერს
- გაქვთ რაიმე საგამოძიებო მოქმედება ან მტკიცებულება, რომ გიორგი ტერიშვილი რომელიმე ბრალდებულს იცნობს?
[პროკურატურა აცილებას ითხოვს]
მოწმე: ამ შემთხვევაში პირდაპირი კონტაქტი დადგენილი არ არის.
ფორუმი