თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ჭიჭინაძის ვიდეო იძლეოდა სხვა პირების, მოწმეების იდენტიფიცირების შესაძლებლობას და დაინტერესდა, დაადგინეს თუ არა და გამოკითხეს თუ არა.
„ვინც დადგინდა ყველა გამოიკითხა, მაგალითად, გამოყოფილ საქმეში მიმდინარეობს გამოძიება, რაზეც იკითხებიან მოწმეები, ხდება გამოთხოვა ინფორმაციების, რაიმე კავშირში რომ იყოს რომელიმე ჩვენება ანდრო ჭიჭინაძესთან აუცილებლად დამაგრდებოდა", - ამბობს გამომძიებელი.
ამის შემდეგ ჭიჭინაძის ადვოკატი ამბობს, რომ ისმის მუქარა მისი მისამართით.
'დადგინდა ვინ იყოო?", - კითხულობს მოწმე.
„თქვენ გეკითხებით, თქვენ შსს-ს, რომ ნახეთ ეს ობიექტურმა გამოძიებამ რა გააკეთეთ. „თქვენ თუ ცოცხალი გაგიშვათ ნახეთ“, - ეს დანაშაულია?, - კითხულობს ადვოკატი.
„რეაგირება უნდა მოჰყვეს" და აგრძელებს პოლიციელებზე საუბარს, რომლებიც იგინებოდნენ და იმუქრებოდნენ: „ვერ დადგინდება, შეუძლებელია დადგინდეს, სახე არ ჩანს... ეს ვიდეო გადაგზავნილია ორჯერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჩემს მიერ".
ადვოკატი ეკითხება, რომ მოწმეებმა დაადასტურეს, მათ აქვთ საიდენტიფიკაციო ნომრები.
„ჩემთვის არ არის ცნობილი, სხვა სამსახურმა უნდა გამოიძიოს, მე არა", - პასუხობს გამომძიებელი.
ამის შემდეგ ადვოკატი არკვევს, რატომ არ შეამოწმეს ვიდეოზე იყო თუ არა, მონტაჟის კვალი.
„ჩემთვის სანდო იყო ამ ვიდეოს რეალურობა", - ამბობს გამომძიებელი. ამის შემდეგ ადვოკატს მიაქვს ვიდეო გამომძიებელთან და აჩვენებს კადრებს. სავარაუდოდ, ვიდეოზე კადრების მონაცვლეობაა: თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კადრი უწყვეტია?
„სავარაუდოდ ოპერატორს უნდა მეტი ადამიანი გამოაჩინოს", - ამბობს გამომძიებელი.
აჯამებს ადვოკატი, ვინაიდან აშკარად ერთ კადრი მეორეზე ხტება, თქვენ მაინც მიგაჩნიათ, რომ უწყვეტი კადრიაო.
„კადრებს ოპერატორები იღებდნენ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომ ჩაერთოთ კამერა 12 საათი ვერ შეძლებდნენ გადაღებას, აქედან გამომდინარე არ ყოფილა ეჭვი, რომ ვინმეს დაემონტაჟებინა, შესაბამისად ეჭვი არ ყოფილა და კითხვა არ დაგვისვამს, შეგეძლოთ თქვენ დაგესვათ ეს კითხვა", - ამბობს არსენ ხუნაშვილი.
აგრძელებს მიგინეიშვილი კითხვებს:
- რა სახის მასალები შეაგროვეთ, რომლითაც თვლიდით, რომ ამ ადამიანის გამამართლებელ მტკიცებულებას აგროვებდით?
- გამოძიება მიმდინარეობდა ყველა მხრივ...
- როცა ამბობთ, რომ გამოძიება მიდიოდა ყველა მხრივ და აგროვებდით გამამართლებელ მტკიცებულებებსაც, ეს ადამიანი ტელევიზიებში საუბრობდა საჯაროდ და მოუწოდებდა ადამიანებს მშვიდობიანი პროტექსტისთვის, დათვალიერეთ ვიდეოები, დაურთეთ საქმეს, რომ განზრახვის გამოსაჩენად დაგერთოთ?
- მე წარმოდგენა არ მქონდა, რომ მსახიობი იყო ან რომელიმე ტელევიზიას თუ აძლევდა კომენტარებს
- მერე რომ გაიგეთ გამოძიება ხომ არ დასრულებულა ერთი თვე გაგრძელდა
- ინტერვიუს წარდგენა არ ყოფილა, თქვენი მახსოვს ამხელა რაღაცა ვიდეო ერთწუთიანი მოიტანეთ სამი თვის განმავლობაში
- 7 თვის განმავლობაში რომ ორი ამხელა[ხელით ანიშნევს - მცირეს] ვიდო მოიტანეთ და 15 და 20 წამიანი ვიდეოებია, რა გამოდის ახლა, რატომ არ დევს საქმეში და რატომ არ ამოიღეთ ერთაათიანი ორსაათიანი ვიდეოები და 15-წამიანი ვიდეოები რომ მოიტანეთ?
კითხვებს სვამს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი.
- თქვენი როგორც მთავარი გამომძიებლის ბრალდებულების მათ შორის ანდრო ჭიჭინაძის მიმართ, არის მნიშვნელოვანი, თქვენ პირველივე დღიდან აწარმოებდით თუ არა გამოძიებას ისე, რომ იცავდით უდანაშაულობის პრეზუმციას და თავიდანვე გქონდათ თუ არა, ეს დამოკიდებულება?
- დიახ
- ანდრო ჭიჭინაძე გამოკითხვაზე არ დაგიბარებიათ, რატომ არ დაიბარეთ და გამოკითხეთ დაკავებამდე იქნებ ის ამბობდა ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რაც დაგეხმარებოდათ გამოძიებაში?
- დაკავების შემდეგაც იტყოდა
- იმიტომ ხომ არ აარიდეთ თავი, რომ ნეგატიური დამოკიდებულება გქონდათ მის მიმართ?
- არა რას ამბობთ, წარმოდგენაც არ მქონდა იქამდე ამ ბიჭზე... მხოლოდ სამმა ადამიანმა გამოთქვა დაკითხვის სურვილი. ანდრო ჭიჭინაძემ უარი თქვა გამოკითხვაზე
- საიდან იცით, მე ვიცი, რომ სურდა გამოკითხვა
- გამომძიებელმა მითხრა
- როცა წაიკითხეთ ჭიჭინაძის დაკავების ოქმი, სადაც წერია ფიზიკურ დაზიანებაზე და იმაზე, თუ ვინ მიაყენა, რა მოიმოქმედეთ?
- არ დადასტურებულა ვინმეს მიერ მისი ფეხის დაზიანების ფაქტი
- რა განახორციელეთ ამასთან დაკავშირებით, როგორ არ დადასტურებულა?
- დათვალიერდა კადრები და ვერ იქნა ნანახი ფეხის დაზიანების კადრი... კონკრეტული პირი დასახელებული არ იყო, არათუ გამოკითხვაზე, არამედ არაფერზე ხელი არ მოაწერა და ახლა მეუბნებით, რომ გამოკითხვა სურდა?
- ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ანდროს ედავებით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და მის წინააღმდეგ ერთი დაზიანებული პირიც ვერ მოიყვანეთ და ფეხის დაზიანებაზე არაფერი მოიმოქედეთ
- ვთქვი, რომ ამოვიღეთ კამერები და დავკითხეთ მოწმეები, პოლიციელები ძალიან ბევრი
- რომელიმე პოლიციელთან კითხვა არის დასმული? ჩვენ ვერსად ვნახეთ მსგავსი კითხვა
- ყველა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ თავშივე ვეკითხებოდით
- თუმცა ეს კითხვები არ არის შეტანილი დაკითხვის ოქმში, ხო?
- არ ვიცი, ოქმში წერია თუ არ წერია
მოწმე ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძის ჩხრეკისას არ ამოუღიათ კანონსაწინააღმდეგო ნივთი. ადვოკატის თქმით, ერთადერთი ნივთი, რაც ამოიღეს მობილურია და ამით უნდა დაედგინათ კავშირი და კომუნიკაციას.
- დღეს სად არის ანდრო ჭიჭინაძის მობილური?
- ექსპერტიზაზე ჰო? არც მისი პასუხი არ არის
- მეშვიდე თვე მიდის რაც ანდრო ჭიჭინაძე უკანონო პატიმრობაშია და 7 თვეა ეს ტელეფონები ექსპერტიზაზეა დაჩქარებაზეც არ გაგიზავნიათ წერილი, რატომ არ მოიმოქმედეთ რაიმე?
[პროკურორი აპროტესტებს, გაცემული აქვს პასუხიო, რატომ არ მიმართა რა თქვა შემახსენეთო, ამბობს ადვოკატი მიგინეიშვილი. მოსამართლე მოუწოდებს უპასუხოს]
- ამ შემთხვევაში დაჩქარებას გამომძიებლის მიერ, ერთხელ მისწერ, თუ ორჯერ, ისინი რიგითობის მიხედვით ატარებენ ექსპერტიზას, ვიღაცის უკან გადაწევა და ჩემი წინ გადაწევა არ არის, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მივწერ თუ არ მივწერ...
- თქვენ ხომ თქვით, რომ არასდროს მიმიმართავსო და რა იცით, აქვს თუ არა შედეგი
- ათობით გამომძიებელს ვიცნობ და ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე.
- თუმცა ამის საპირწონედ ჰაბიტოსკოპოიური ექსპერტიზაზე რამდენიმე საათში მოვიდა პასუხები
აგრძელებს ჯაბუას ადვოკატი, რუსუდან აგურაშვილი კითხვების დასმას.
ადვოკატი: საგანი რომ მძიმე იყო, რომელსაც ისვრის ბრალის მიხედვით ლუკა ჯაბუა, ვინ შეაფასა?
მოწმე: ეს არის საგანი, რომელსაც ისვრის, სწრაფად მიემართება მიზნისკენ და არის მძიმე
ადვოკატი: აქედან გამომდინარე დაასკვენით რომ არის მძიმე? მძიმე ხომ შეფასებითი კატეგორიაა, როგორ დაადგინეთ?
[პროკურორი კითხვის განრიდებას ითხოვს]
მოწმე: ექსპერტიზით უნდა დადგენილიყო?
ადვოკატი: თქვენ როგორ დაადგინეთ?
მოწმე: დაცემის სისწრაფიდან გამომდინარე საგანი არის მძიმე
ადვოკატი: თქვენ დაინახეთ დაცემა?
მოწმე: არ მახსოვს
ადვოკატი: ექსპერტს რატომ არ კითხეთ, რა საგანი უჭირავს ხელში?
მოწმე: როგორ უნდა მეკითხა, რა სახის ექსპერტიზაზეა საუბარი?
ადვოკატი: ჰაბიტოსკოპიურზე
მოწმე: მსგავსი კითხვა არასდროს დამისვია ექსპერტიზისთვის.
ფორუმი