მოსამართლე მოუწოდებს გამომძიებელს პასუხი გასცეს კითხვას: „ამ ადამიანების ორგანიზატორებთან კავშირზე, რა მტკიცებულება აქვს მოპოვებული?"
მოწმე: 2024 წლის 28 ნოემბრიდან აქციას ჰყავდა ძალიან ბევრი ორგანიზატორიც და მონაწილეც, რომელთა ვინაობა ზოგის დადგინდა და ზოგიც ვერ დადგინდა. ეს საქმე არის გამოყოფილი და მეორე გამოყოფილ საქმეში არის ორგანიზატორი. რაც შეეძლება კავშირის დადგენას, ამოღებულია ბრალდებულების ტელეფონები და აქედან შეიძლება კავშირის დადგენა, რომ ამოარქივდეს...
რაც შეეხება ორგანიზებას, პასუხისგებაში მიცემულია....
[აწყვეტინებს ომარ ფურცელაძე: გამოყოფილ საქმეზე რა ხდება არაა რელევანტური. კიო - ეთანხმება მოსამართლე, მაგრამ დავასრულებინოთო]
„ვეფხია კასრაძე, კაძელაშვილი ვასილი და ზვიად ცეცხლაძე საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს. ამ საქმეში არაა ორგანიზატორი, მაგრამ ის არის გამოყოფილი საქმე", - აცხადებს გამომძიებელი.
ომარ ფურცელაძე ითხოვს მიუთითოს გამომძიებელმა მტკიცებულება, რომელიც ჯგუფურობის მტკიცებულება იქნებოდა.
„ბევრი ვიდეოა, სადაც ჯგუფურად ჩანს რამდენიმე პირი, რომლებიც ერთად ახორციელებენ მოქმედებას, ზოგი დადგენილია, ზოგი დაუდგენელი“, - ამბობს მოწმე.
ომარ ფურცელაძე აგრძელებს კითხვების დასმას:
- ჯანო არჩაიას შემთხვევაში ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულება, მისი ქურთუკი
- დიახ
- თქვენ ეს ექსპერტიზაზე, რატომ არ გააგზავნეთ?
- რა ექსპერტიზაზე უნდა გამეგზავნა?
- ჰაბიოსკოპიურ ექსპერტიზაზე
გამომძიებელი ინტერესდება, რა შუაშია ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზასთან ქურთუკი, ხომ იცით, რაცააო.
მეც ეგ მაინტერესებსო ადვოკატმა, თქვენმა მოწმემ თქვა, რომ ერთ-ერთი კომპონენტი ამოცნობის ტანსაცმელიაო.
ომარ ფურცელაძე დაკითხვას ასრულებს.
მთავარ გამომძიებელს არსენ ხუნაშვილს კითხვებს უსვამს გიორგი ტერიშვილის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი:
- ტერიშვილის მობილური ხომ ამოღებულია?
- დიახ
- ოქმით ირკვევა, რომ კოდიც მოგცათ, ეს ტელეფონი ექსპერტიზაზე გააგზავნეთ, იქამდე სანამ გააგზავნეთ, რადგან თქვით ორგანიზება ტელეფონებით უნდა დადასტურდესო, თქვენ არ დაგითვალიერებინათ ტელეფონი ხო ასეა?
- დიახ
- თქვენ არ ჩაატარეთ და არ გამოითხოვეთ სატელეფონო ანძების ამონაწერი ტერიშვილის ტელეფონზე შემავალი და გამავალი ზარების
- არა
- შესაბამისად თქვენ არ იცით, იცნობს თუ არა ტერიშვილი სავარაუდო, ორგანიზატორებს და იცნობს თუ არა მათ
- დიახ
- თქვენ არ გამოგითხოვიათ ანძების ჩანაწერები, რომლითაც დადასტურდებოდა სხვებთან კონტაქტიი...
- სხვა ბევრი მტკიცებულებით დასტურდება
- რომელიმესთან[სხვა ბრალდებულები] გიორგი ტერიშვილს სატელეფონო ზარი რომ აქვს, ანძების გამოთხოვა, რაც ამას დაამტკიცებდა, საქმეში ხომ არ გაქვთ წარმოდგენილი?
- არა, არ მაქვს
- ბრალდების მხარემ აგიკრძალათ, რომ გაგერკვიათ და გამოგეთხოვათ ინფორმაცია, რომელიც ბრალდებულების კავშირს დაადასტურებდა?
- აკრძალვით არავის აუკრძალავს.
- თქვენთვის ხომ ცნობილია, რომ ერთი არსებობს მობილური ტელეფონის დათვალიერება და ინფორმაციის გამოთხოვა...
- გაგცეთ პასუხი რატომ არ დავათვალიერე?
- მივიღე პასუხი, რომ არ დაათვალიერეთ, მისაღებია ეს პასუხი
- არ დავათვალიერეთ - არა [ პასუხი დამასრულებინეთო, ითხოვს მოწმე]
- გიორგი ტერიშვილს აქვს თუ არა სოციალური ქსელი და ჰყავს თუ არა რომელიმე ბრალდებული მეგობრებში?
- გიორგი მაჭარაშვილმა დაათვალიერა, როგორც მახსოვს
- რომელიმე ბრალდებულის სოციალური ქსელი დაათვალიერეთ თუ არა?
- მე არა...
- შესაბამისად, თქვენთვის ცნობილი არ არის ტერიშვილს მეგობრებში ჰყავს თუ არა ჯგუფის წევრი თუ ორგანიზატორი, ხო ასეა?
- კონკრეტულ საქმეში ორგანიზატორი დადგენილი არ არის, შესაძლოა ჰყავდეს
- რომელიც დადგენილი გყავთ, ჰყავს თუ არა რომელიმე და დალაიქებული თუ აქვს რომელიმე სტატუსი
- არ მახსოვს რა წერია დათვალიერებაშ
- საერთოდ არაა ამ საქმეში დათვალიერება
- რა ფორმით კონტაქტობდნენ?
- კონკრეტული კონტაქტის ხაზი არ არის დადასტურებული, მაგრამ შეიძლებოდა ორგანიზატორების მოწოდებებს ექონია გავლენა მათზე.
- გიორგი ტერიშვილი აქციის მიმდინარეობისას მობილურში რომ იყურებოდეს ან ვინმეს ესაუბრებოდეს, დასტურდება?
- არ ვიცი, შეიძლება არის, ვიდეო შეგიძლიათ გამოიკვლიოთ
- მე ვერ ვხედავ და ამიტომ... შემდეგი, ნივთები, სამ დეკემბერს დაიწყეთ გამოძიება, ეს, რასაც ამ პირებს ედავებით 4 დეკემბერს ხომ გრძელდებოდა
- დიახ
- ამ საქმეზე, რომ წერია „საგნით უნდა განხორციელდესო", რაიმე საგანი 3 დეკემბრის შემდეგ ამოღებული გაქვთ?
- როგორ წარმოგიდგენიათ, მქონდა იმ ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა, როცა რობოკოპები ვერ მიდიოდნენ ადგილზე?
- დილით მაგალითად, მეორე დღეს დილით 5 დეკემბერს იყო აქცია ? შეგეძლოთ მისვლა?
- ალბათ არ შემეძლო. ... გიორგი ტერიშვილის ნასროლი ქვა მეპოვა?.. ამის საშუალება არ მქონდა გამომდინარე იქიდან, რომ მაშინვე ხდებოდა სხვადასხვა სამსახურების მიერ ზოგის აღება, სანამ შევიდოდით
- როცა დასრულდა 3 დეკემბერს აქცია, რომ დასრულდა 4 დეკემბერს აქცია ღამე და აღდგა „სამართალი“, თუ დაირღვა მეორე საკითხია, იქ ადგილზე მიხვედით თუ არა?
- არა არ მივსულვარ.
აგრძელებს გიორგი ტერიშვილის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი მთავარი გამომძიებლის დაკითხვას.
- გიორგი ტერიშვილზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაკავებამდე თუ ჩაატარეთ?
- არა
ფორუმი