Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/07/2025)

დღეს ჯგუფური ძალადობის საქმეზე ერთი მოწმეა. "ერთი და ყველაზე მთავარიო"- ამბობენ ადვოკატები, ანუ მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი

15:38 29.7.2025

კითხვებს სვამს ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე:

- დაგეწერათ პატაკი, ამ პატაკზე რეაგირება თქვენ გევალებათ ჰო და თქვენ გადაწყვეტთ სხვა გამომძიებელს დაიხმართ თუ როგორაა?

- ამას ხელმძღვანელიც აკეთებს, ვინ რა საგამოძიებო მოქმედებაზე შეიძლება გადაანაწილოს, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება ერთ გამომძიებელზე არ წავიდეს

- პატაკი რომ დაგეწერათ და დაგიკავშირთად ხელმძღვანელი, როგორც მივხვდი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, შეძლებთ თუ არ შეძლებთ

- კი ბატონო.

- პირველ რიგში დავით ქურდოვანიძე გამოკითხეთ ჰო?[ადასტურებს], რამდენ ხანში გამოკითხეთ ეს პირი?

- მალევე

- ერთ საათში, 20 წუთში?

- ერთ საათში არ მგონია, ალბათ უფრო მალე

- შალვა ჯახუას პატაკი[კიდევ ერთი პოლიციელი] მაშინ დაგეწერათ, როცა ქურდოვანიძეს კითხავდით?

- ქურდოვანიძეს რომ კითხავდით შესვენება გამოაცხადეთ, თუ როგორ? გამოკითხვა მიდის, მერე შემოდის სხვა პატაკი

- შეიძლება ორივე პატაკი ერთად ვნახე, ერთის გამოკითხვა მე დავიწყე, მეორესი ლევან ბასილაძემ.

- არ მახსოვს, ალბათ შემდეგ.

ადვოკატი ეკითხება ლევან ბასილაძის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე და კითხულობს, გაეცნო თუ არა ოქმების შინაარს. მაგალითად 3 დეკემბრის დათვალიერების ოქმი, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეზე რომ მიუთითებსო.

„რომ გაეცანით მტკიცებულებებს ამის საფუძველზე რაიმე სტრატეგია ამ ვიდეოს საფუძველზე, რაიმე საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეთ? და რა?

- შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს და გამოვითხოვეთ მათი დეტალურები და დადასტურა, რომ პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ

- რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედება მოისმინეთ ჩანაწერში?

- დიახ

- ბრალშიც ასეა, რუსთაველზე პარლამენტის მიმდებარედ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება იგეგმებოდაო, პარლამენტთან ძალადობრივი ქმედება რომ იგეგმებოდა რითი ირკვევა ამ ვიდეოდან?

- საუბარში ასახული გარემოებებიდან გამომდინარე, რა სიტუაციაზეც საუბრობს, კადრში ჩანს პირები, რომლებსაც სახეზე მორგებული აქვთ ატრიბუტები, რაც ამ აქციაზე გამოიყენებოდა, უკან ჩანს ბილტმორის შენობა, რაც შეეხება მათ მიერ განსახორციელებელ მოქმედებებს მიუთითებენ, რომ მშენებლობა აქვთ მამადავითთანო და რა პრობლემაა ბენზინის მისხმა, ბიჩოკი ვითომ გადაგვივარდაო

- სად ისმის, რომ პარლამენტთან უნდა დავაორგანიზოთ ძალადობრივი ქმედებაო? ადგილთან პარლამენტთან

- 200 კაცი უნდა დავხვეთო, პარლამენტის შენობას ახსენებენ თუ არა, არ მახსოვს.

[კითხვის განრიდებას ითხოვს პროკურორი. ადვოკატი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ უზუსტებს - შეიძლება პარლამენტთან არ იდგა ადამიანი და პარლამენტთან გეგმავდა რაღაცას, რადგან პარლამენტთან დგას პარლამენტთან გეგმავს ძალადობრივ მოქმედებას? 2023 წლის აქციებზე იგივე ჩაცმულობა და სიტუაცია არის, ზუსტად ვერ იტყვით თქვენ როდისაა ვიდეო ჩაწერილი"]

- წყნეთში თუ უნდა განახორციელოს ძალადობა, პარლამენთან რა კავშირია?

- 200 კაცი უნდა დავხვდეთო

- სადო? პარლამენტთანო?

- პოლიტიკუირ თანამდებობის პირები გამოდიან პარლამენტიდანაც, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადგილი, მათ შორის პარლამენტი

- მიმართვებში წერია, რომ კაძელაშვილი და კასრაძე პარლამენტთნ ძალადობას გეგმავენო და სად გეგმავენ, თქვენი მოგონილია, ვერ მიდასტურებს მოწმე, რომ პარლამენტთან გეგმავენ...

[კითხვის განრიდებას ითხოვს პროკურატურა].

ადვოკატი: ანუ გადაჭრით ვერ ამბობს - თქვენც ეთანხმებით?

- ჩანაწერში პარლამენტი ნახსენები არ არის

- მიმდებარე ტერიტორიაც

- კი ბატონო, ნახსენები არ არის.

15:42 29.7.2025

ადვოკატი რევაზ აჭარაძე ისევ ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის ვიდეოზე ეკითხება მთავარ გამომძიებელს:

- ამ საუბარში კიდევ ვინმე მონაწილეობდა?

- მესამე პირია, რომელიც რამოდენიმე სიტყვას ამბობს

- გამვლელია და პიკასოს ნახატებზე ლაპარაკობს თუ საუბარში ერთვება?

- ერთვება

- ეს მესამე პირი არ დაგაინტერესდათ ვინ იყო?

- დადგენილი არ არის, ვინ იყო.

- თუ რეალურად ასეთ საშინელებას გეგმავდნენ ეს ადამიანები, რა ედგა იმას წინ, რომ ამ მესამე პირის იდენტიფიცირება გაგეკეთებინათ?

- თქვენ ძალიან მარტივად უყურებთ ესეიგი ადამიანის დადგენას

- თქვენ ძალიან მარტივად უყურებთ ადამიანებს ბრალი წაუყენოთ

15:53 29.7.2025

კითხვებს სვამს სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატი, ნიკოლოზ ლეგაშვილი:

- როგორ უმტკიცდებათ ქმედება?

- ვიდეოში ჩანს სროლა და ყველაფერი

- როგორ დააკავშირეთ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასთან?

- ისინი ერთად ჩანან, სხვებიც ახორციელებენ ძალადობრივ მოქმედებას, შესაბამისად, ეს არის ჯგუფური.

15:59 29.7.2025

კითხვებს სვამს ლუკა ჯაბუას ადვოკატი, რუსუდან აგურაშვილი, აპერიფრაზებს მოწმის დასაბუთებას, რომ გადაუდებელი აუცილებლობა გამოიხატა იმაში, რომ აქცია მიმდინარეობდა რუსთაველზე უწყვეტ რეჟიმშიო. ამის შემდეგ უკითხავს რუსუდან აგურაშვილი გადაუდებელი აუცილებლობის განმარტებას და როგორ აჯენთ თქვენს ქმედებებს ამ განმარტებაშიო?

განმარტება: გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისთვის (გამოძიებისთვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება,

[პროკურორი აცილებას ითხოვს]

- შეიძლება წაშლილიყო ვიდეო, თუ რა საჭირო იყო შუა ღამით გადაუდებელი აუცილებლობით ვიდეოს გამოთხოვა სტრატკომიდან?

- შეიძლება წაშლილიყო.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG