ვალერი თეთრაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა მოითხოვს პატიმრობის თავისუფლებით შეცვლას. ის ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ თეთრაშვილი ნასამართლები არ არის და ადმინისტრაციული ჯარიმაც კი არ ჰქონია.
„ისინი შემოგყურებენ იმედით, რომ არ იქნებით დაინტერესებული... თქვენ ხართ ინსტიტუტი, რომელსაც ხელგეწიფებათ, თუნდაც შინაგანად დარწმუნებული იყოთ, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დროებით მისცეთ მათ თავისუფლება. ეს იქნება ერთგვარი ტესტი, რომ დარწმუნდეს ბრალდების მხარე და ერთი მხრივ სასამართლო, რამდენად მიდრეკილი არიან დანაშაულის ჩადენისკენ", - ამბობს ირმა ჭკადუა.
მას რჩება შთაბეჭდილება, რომ დღეს წინასწარი პატიმრობა გამოყენებულია სადამსჯელო ღონისძიებად.„თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ, რომ ეს დასჯა არ იყოს", - მიმართავს მოსამართლეს.
ირმა ჭკადუას თქმით, მართალია ბრალდება მათ არ ედავება, რომ პოლიცილებს ზიანი მიაყენეს, მაგრამ დღეს არის რეალობა, როცა ვალერი თეთრაშვილს ხელს ვერავინ ადებს, არ არსებობს ადამიანი, ვინც თეთრაშვილმა დააზიანა, ამასთან არ დასტურდება ორგანიზატორებთან და ერთმანეთთან კავშირი.
„თუ არა თქვენი დაინტერესება, დღეს ეს ადამიანები იყვნენ საპატიმროში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გამოიყენოთ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება, თუმც მე მიმაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობს', - ამბობს ჭკადუა.
ადვოკატი, გოგიტა ბახტაძე საუბრობს სავარაუდო შეწყალების დაპირებაზე, რასაც ბრალდებულების ხმრიდან წინა სხდომაზე მკვეთრი უარი მოჰყვა და ამ შემთხვევას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან აკავშირებს:
„ამ ადამიანებს სასჯელის აღსრულების მიმართ პრობლემა არ აქვთ, მათთვის მთავარია აღსრულდეს სამართალი... როცა გიორგი ტერიშვილი გაძევებული იყო და განიხილავდით შუამდგომლობას, ანდრომ და ონისემ გააკეთეს განცხადება, რომ თუ არ დააბრუნებდნენ, ისეთ ქმედებას ჩაიდენდნენ, რომ მათაც გააძევებდით, პირველი რაც გამოიწვია ამან იყო გულისაჩუქება, მათი ქმედებები არის გულისამაჩუყებელი.... მიუხედავად იმისა, რომ უსამართლოდ სხედან ამდენი დღე ციხეში უარყოფითი დამოკიდებულება არ გამოუვლენიათ".
აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას ასაბუთებს ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე. ის ამბობს, რომ მიმალვის საფუძველზე ისედაც ვერ დაინახეს იმ მოსამართლეებმა, რომლებიც აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და წინასასამართლო სხდომებზე.
„არანაირი მტკიცებულება არ გამოკვეთილა, რომელიც მიუთითებს ირაკლი ქერაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენას. მთავარი გამომძიებლისგან ვრცელი პასუხები მივიღეთ, რომელიც მიუთითებდა, რომ ე.წ. ორგანიზატორებთან კავშირი ვერ დაადგინეს. უფრო მეტიც, თურმე ე.წ. ორგანიზატორები რუსთაველის გამზირზე არც გეგმავდნენ ძალადობას.... არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ჩაიდინა ირაკლი ქერაშვილმა, არ არსებობს. როცა ახალი დანაშაულის ჩადენაზეა მსჯელობა ის ჰიპოთეტური არ უნდა იყოს.ის არ არის ნასამართლევი, წარსულში დანაშაული არ ჩაუდენია. ირაკლი რომ ყოფილიყო სანამართლები დანაშაულებზე და იგივე მუხლით ჰქონოდა ბრალი წარდგენილი, შეიძლება სასამართლოს ემსჯელა, რომ ის ვერა და ვერ გამოსწორდა... თქვენ ვერ იპოვით არგუმენტს, რომ ის განმეორებით დანაშაულს ჩაიდენს... ჰიპოთეტურ მსჯელობაზე არ უნდა იყოს დაყრდნობილი სასამართლო, როცა ყველაზე მძიმე აღკვეთის შეფარდებასა თუ ძალაში დატოვებაზე მსჯელობს", - ამბობს რევაზ აჭარაძე.
მისივე განცხადებით, ბრალდებამ ვერ დაასაბუთა აღკვეთის ღონისძიების სხვა ფორმა, რატომ არ ექნებოდა იგივე შემაკავებელი მექანიზმი. ის აჯამებს თავის გამოსვლას და ასახელებს სამ საფუძველს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების: მიმალვა, მოწმეებზე ზემოქმედება, ახალი დანაშაულის ჩადება და ასკვნის, რომ არც ერთი გარემოა სახეზე არაა.
შესვენება დასრულდა. გრძელდება შუამდგომლობები აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.
ფორუმი