Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (31/07/2025)

ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 11 დემონსტრანტია ბრალდებული პროკურატურამ მტკიცებულებების შესწავლა დაასრულა. ბოლო მოწმე მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი იყო. ახლა ჯერი დაცვის მხარეზეა, მათ უნდა მოიყვანონ მოწმეები და წარადგინონ მტკიცებულებები არსებობის შემთხვევაში.

12:24 31.7.2025

სხდომათა დარბაზში დამსწრეები შეუშვეს. ადვოკატები ამბობენ, რომ დღეს დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. საფუძველი მთავარი გამომძიებლის არსენ ხუნაშვილი ჩვენებაა.

12:27 31.7.2025

რა თქვა მთავარმა გამომძიებელმა, არსენ ხუნაშვილმა:

  • მან თქვა, რომ ბრალდებულები შესაძლოა იცნობდნენ ერთმანეთს და შესაძლოა არა - ეს დადგენილი არ არის;
  • არ არის დადგენილი ერთმანეთთან კომუნიკაციის რა გზას მიმართავდნენ, თუ ჰქონდათ კომუნიკაცია საერთოდ.
  • არ დასტურდება სავარაუდო ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის პირდაპირი კავშირი;
  • ის დემონსტრანტები, რომლებიც ერთსა და იმავე ვიდეოში ერთსა და იმავე ლოკაციაზე ერთად ჩანან, შეიძლება ერთმანეთს იცნობდნენ ან შეიძლება არა, დადგენილი არაა.
  • შესაძლოა სავარაუდო ორგანიზატორების საჯარო მოწოდებებს ჰქონოდა გავლენა ბრალდებულების ქცევასა და ქმედებაზე.
  • ორგანიზატორთა სრული წრე იდენტიფიცირებული არ არის და შეიძლება უცნობ ორგანიზატორებთან ჰქონდათ დემონსტრანტებს კავშირიო.
12:28 31.7.2025

შემოყავთ ბრალდებულები. დამსწრეები დაბადების დღეს ულოცავენ ანდრო ჭიჭინაძეს. ის გუშინ ციხეში 29 წლის გახდა.

12:40 31.7.2025

ადვოკატი, ომარ ფურცელაძე აყენებს შუამდგომლობას და საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვას მოითხოვს. ეს არის ჯანო არჩაიასა და გური მირცხულავას წინააღმდეგ ვიდეობზე ადვოკატის მიერ დანიშნული ექსპერტიზის პასუხები. მან რამდენიმე კითხვა დაუსვა ექსპერტებს. პირველი - იყო თუ არა მონტაჟი აღნიშნულ ვიდეოგრამაზე. ექსპერტიზის შედეგმა აჩვენა, რომ გური მირცხულავას ვიდეო დამონტაჟებულია მინიმუმ ორ

კითხვა დაისვა, შესაძლებელი იყო თუ არა საგნის იდენტიფიცირება და მიიღეს პასუხი, რომ საგნის რაობის და სიმძიმის განსაზღვრა შეუძლებელია, თუ უშუალოდ საგანს არ მიუტანენ საკვლევად.

ადვოკატის დასმული კიდევ ერთი კითხვა ტრაექტორიის განსაზღვრის შესაძლებლობას ეხებოდა. ექსპერტმა უპასუხა დაცვის მხარეს, რომ „დიახ შესაძლებელია, როგორც ტრაექტორიის ისე დახრის კუთხის განსაზღვრა".

ჯანო არჩაიას შემთხვევაშიც ადვოკატმა ექსპერტს ჰკითხა, იყო თუ არა შესაძლებელი საგნის იდენტიფიცირება. უპასუხეს, რომ მითითებული საგნის რაობის განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ დაადგინა ექსპერტმა, რომ საგნებს ორმხრივად ისვრიან და ერთ-ერთ ეპიზოდში ჯანო არჩაია იღებს ხელში მსგავს საგანს.

„საგნის რაობის ანსაზღვრა ვერ შეძლო, თუმცა აღწერა მახასიათებლები", - ამბობს ადვოკატი.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ექსპერტიზის დასკვნები საქმეს ახალ მტკიცებულებად დაურთო. ეს დასკვნები ომარ ფურცელაძის დაცვის ქვეშ მყოფენს ჯანო არჩაიას და გურამ მირცხულავას ეხებათ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG