„ვცხოვრობ დედასთან და ძმასთან ერთად“.
“2024 წლის 7 დეკემბრამდე აუცილებლად უნდა ვთქვა ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით იმ საკრალურ დღეს, როცა ცხადად დავაფიქსირე შსს თანამშრომლები თაბუკაშვილის ქუჩაზე, მათ გადამიღეს ვიდეო მაღაზიიდან გამოსვლისას. ხელში მეჭირა პარკი და მეორეში მოკიდებული სიგარეტი... ტიკ-ტოკში დადებულ ამ ვიდეოზე პირველი კომენტარი იყო: „ეს იმას ნიშნავს, რომ მალე დაგიჭერენ.“.
..ვიდეოში ისმის ჩემი ხმა…მე ეს კომენტარი არ დამისქრინავს სამწუხაროდ”
ნიკა კაცია საუბრობს მისი სოციალური ქსელის რეიტინგზე და რამდენად დიდი ‘engagement’ გამოიწვია მისმა დადებულმა და დამონტაჟებულმა ვიდეოებმა. მისი თქმით, ეს ვიდეოები იყო თავიდან ბოლომდე დოკუმენტური ჟანრის. მისი აზრით ამ ვიდეოების პოპულარიზაციამ კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო.
“ჯგუფ ‘დაარეპორტესაც’ ჩავეხსენი იმიტომ რომ არ მქონდა დრო ყველაფერი მეკონტროლებინა. საღამოს როგორც ხდება ხოლმე, ჩემთან ჩართული იყო ტვ პირველი. უშუალოდ ის მომენტი როდესაც მაკა ჩიხლაძეს გრიბოედოვის ქუჩაზე ტიტუშკები რომ დაესხნენ თავს - ეს იყო ის მომენტი რამაც მე ძალიან ამაჩქარა, ავნერვიულდი, იმიტომ რომ ჩემს თვალწინ ვნახე მკვლელობის მცდელობა. მე სახლიდან ისე გამოვედი, რომ მაკა ჩიხლაძე იმ დღეს გადარჩა თუ არა არ ვიცოდი.”
“უშუალოდ რუსთაველზე მელოდებოდა ორი მეგობარი და უნდა ავსულიყავი მანდ…ბოლოს მახსოვს, რომ 10 საათიდან თერთმეტის ნახევრის პერიოდში რაღაც ქაოტურად გავიდა. უშუალოდ სახლიდან როცა გავედი, ესე არ დამიხედავს ტელეფონზე, დრო არ გამიკონტროლებია, იმიტომ რომ სხვაგან წასასვლელი არ მქონდა და დრო არ იყო ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანი…მქონდა სათვალე, აირწინაღი შავი, კიდევ მქონდა იმავე დღეებში ნაყიდი კეპი, რომელსაც ქონდა დამცავი სარტყელი. გარდა ამისა, თან მქონდა სანთებელა, დამტენი, ტელეფონი, სახლის გასაღები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.”
ნიკა კაციას დაკითხვა დაიწყო ადვოკატმა, ნინო ლომინაძემ.
ნიკა კაციამ თანადგომა გამოუცხადა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს და მასწავლებელ, ნინო დათაშვილს. „ბოდიში თუ ვინმეს აქვს მოსახდელი არის რეჟიმი…”, - ამბობს ის.
„თავისუფლება ნიკუშას“, - დარბაზში შეძახილებია.
ნიკა კაცია შემოდის: „მადლობა მობრძანებისთვის, ესე ვამბობდი ეთერშიც და სცენაზეც და ესევე გეუბნებით ეხლა“.
16:10 - სხდომა დაიწყო.
ფორუმი