Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იკითხება ბრალდებული დემონსტრანტი, ნიკა კაცია - ლაივბლოგი (05/08/2025)

19:27 5.8.2025

ნიკა კაციას დაკითხვა დასრულდა. შემდეგი სხდომა 12 აგვისტოს გაიმართება. დაცვის მხარეს ორი მოწმე დარჩაა გამოსაკითხი.

19:08 5.8.2025

„თქვენ შეიძლება მე მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ, მაგრამ მე წარმოვადგენ სიმართლეს და ყველაფერს ვაკეთებ, რო სიმართლე არ დაიკარგოს, რისი საშუალებაც არის დარჩენილი", - ეუბნება ბრადლებული პროკურორს.

19:07 5.8.2025

პროკურორი ეკითხება კაციას, რა კითხეთ პოლიციელებს ცარიელ ფურცლებზე ხელს რომ გაწერინებდნენ?

კაცია ამბობს, რომ იქ არც ერთ დოკუმენტზე არ დაუწყია საუბარი, ჰკითხა პაკეტებზე და უთხრეს, რომ მისი ნივთები იყო.

„დღესაც ბევრი რამე მაინტერესებს.... იმიტომ, რომ მქონდა შიში არ გავეგდე წიხლქვეს, ამ მიზნით ჩემი ინტერესი ვერ დავიკმაყოფილე", - ამბობს კაცია.

19:03 5.8.2025

პროკურორი: ოქმები როდის ნახეთ?

კაცია: რომელი ოქმები?

პროკურორი: პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმები

კაცია: ის ოქმები, რაც მე ვნახე, რაღაც ფურცლები იყო მანქანაში, რა ეპიზოდშიც პირში და იღლიაში მიფათურეს ხელები.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG