„როგორც კი შემიყვანეს იზოლატორში, იქ არ მომხდარა ჩემი ნივთების დალუქვა და ყველა ექიმი, რომელსაც ველაპარაკე, დაჟინებით მოითხოვდა ჩავმჯდარიყავი მეტადონის პროგრამაში, ხან იუმორით ხან სიცილით ხან სერიოზულად...", - ამბობს კაცია.
კაცია იხსენებს, რომ ამის შემდეგ მასთან ადვოკატი, ნინო ლომინაძე შევიდა:
„ ვეუბნებოდი, რომ ეხლა უნდა გამიშვან და იყო საკმაოდ სასაცილო, იმიტომ რომ მართლა მეგონა, რომ უნდა გავეშვი და უცბად ნინო მეუბნება: “ნიკა შენ დაკავებული ხარ.” ამ სიტყვებმა გამაშეშა".
კაციას თქმით, სცენარი ისე არ განვითარდა, როგორც დაპირდნენ, ის მიხვდა, რომ არ სცემდნენ, მაგრამ რაღაც სხვა ხდებოდა უფრო სერიოზული. იხსენებს, რომ ბუქნების გაკეთება მოსთხოვეს:
„აი, აქ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს თვალწინ შეინახეს ყველა ის ნივთი, რაც მოვიძრე, და როგორ დაილუქა დავინახე. გამიყვანეს ამ ოთახიდან, მითხრეს, რომ სხვაგან უნდა შევსულიყავი. ქურთუკს მოაძრეს კაპიშონი, თასმები და ჩემი პირსინგებიც მათ ქონდათ…".
კაციას თქმით, მას ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა, რომ უარი უნდა ეთქვა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. მან უთხრა, რომ ხელს არ მოაწერდა.
„ხომ იცი რომ სუფთა ხარ, შენც უნდა იწვალო, ჩვენც უნდა გვაწვალოო", - იხსენებს დიალოგებს. მას ასევე უთხრეს, რომ თუ ხელს არ მოაწერდა სახლში ვერ წავიდოდა: „მახსოვს, რომ მოვაწერე ხელი ამის შემდეგ შემოვიდა ხარხელაური, როსოფიძე ისევ მთხოვს, რომ წყალი დავლიო... მალევე, კბაყოფილი სახეებით ერთმანეთს გადახედეს, ჩამომიყვანეს ისევ ჰოლში, რამდენიმე წუთით გავჩერდით, გავედით გარეთ და იდგა უკვე BMW, ჩვეულებრივი, ოთხკარიანი მანქანა და ჩავჯექით. ისევ ვიჯექი შუაში, მარცხნივ დამიჯდა ხარხელაური, რომელიც აგრძელებდა ისევ არაფხიზელ მდგომარეობაში თქმას, რომ “ყველაფერი კარგად იქნება.” …".
ფორუმი