ახლა ნიკა კაცია განყოფილებაში მისი დაკითხვის ეპიზოდის მოყოლას იწყებს და იხსენებს სცენას, როცა პოლიციელმა გიორგი როსოფიძემ გასძახა ეზოში მდგომ ოპერატორს: „ერთი უწყვეტი კადრი უნდა გადაიღო". მას ახსოვს ადამიანი ჩართული კამერით, რომელიც იღებდა, თუმცა მას წინიდან არ გადაუღია.
„ლიფტიდან რომ გამოვედით შევედით დიდ ოთახში სადაც იდგა ტყავის სკამი, ძალიან დიდი ოთახი იყო. ტვ პირველი იყო ჩართული და მერე ფორმულაზე გადართეს, პირველი რაც თქვე იყო “ამათი დედა შევეცი.” მაგიდების ქვეშ მახოსვ ეგდო ბევრი სხვადასხვანაირი ფეხსაცმელი, ბათინკი და იყო ბევრი კომპიუტერი. ამასობაში შემოდის ვითომ მირზან მაგრამ, რო ვიცი რომ მირზან არ არი, და მოიტანეს ჩემი ტელეფონით, ჩემი სახით გახსნეს და ისევ წავიდნენ. შემოდის კაცი მთავაზობს ხოარ გინდა შოკოლადი, ხოარ გინდა ყავა, თუ გინდა სიგარეტსაც მოგაწევინებო".
კაცია აგრძელებს განყოფილების ეპიზოდის დეტალურ მოყოლას: შემოდის კიდევ ერთი ადამიანი, შემოიხედა და კითხულობს “დედამისი მარტოა?” და შემდეგ “დროზე ხო გითხარით” და მერე მივხვდი, რომ რაღაც უნდა მოესწროთ და ამიტანა საშინელმა შიშმა. დამეწყო ენის ბორძიკი. “გასაღები რომელს გაქვთო”, გამოართვა ვიღაცას ვისაც ჰქონდა გასაღები და წავიდა.
- ემირ კუპრავას არ გამოურთმევია?
- ემირ კუპრავას ჩემთვის არაფერი გამოურთმევია…
ნიკა კაციას თქმით, შეიყვანეს ოთახში და მოსთხოვეს სრულიად გაშიშვლება…
„ამას უკვე ავტომატურად ვაკეთებ. „ რა იყო, აბაზანაში არ ყოფილხარ?“ - იყო კომენტარები. ისევ იქაც იღლიებში ამომისვეს, ჩავიცვი და რასაც მეტყოდნენ, იმას ვაკეთებდი. ერთადერთი როსოფიძე მახსოვს მანდ და ყავა კიდე არ გინდაო? არათქო ისევ ვუთხარი".
ფორუმი