Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იკითხება ბრალდებული დემონსტრანტი, ნიკა კაცია - ლაივბლოგი (05/08/2025)

18:26 5.8.2025

„როგორც კი შემიყვანეს იზოლატორში, იქ არ მომხდარა ჩემი ნივთების დალუქვა და ყველა ექიმი, რომელსაც ველაპარაკე, დაჟინებით მოითხოვდა ჩავმჯდარიყავი მეტადონის პროგრამაში, ხან იუმორით ხან სიცილით ხან სერიოზულად...", - ამბობს კაცია.

18:36 5.8.2025

ადვოკატი ნინო ლომინაძე ნიკა კაციას აჩვენებს საქმის მასალებიდან დოკუმენტებს და ეკითხება - თუ ახსოვს. ამბობს, რომ „არა".

ადვოკატი: თქვენ რამდენად გქონდათ შეხება ნარკოტიკებთან ან მოხმარებასთან

კაცია: ზოგადად ალკოჰოლი არის ის, რასაც ჩემს თავს ვაძლევ ნებას, რომ მივიღო, ამის მიღმა ზოგადად ვარ აი არ ვიცი არ არსებობს დღე, საპატიმროშიც ვერ ნახავთ ვერავის....

18:40 5.8.2025

ნიკა კაცია ამბობს, რომ შეუძლია იცნოს პირები, რომლებმაც პირი და იღლია შეუმოწმეს.

„50 კაცი რომ მოიყვანოთ, ამოვიცნობ".

18:48 5.8.2025

დაცვის მხარემ კითხვები დაასრულა, ახლა ნიკოლოზ კაციას კითხავს პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG