საარჩევნო ნომრების გადანაწილებაზე ცესკოში სხდომა დღეს, 9 აგვისტოს გაიმართა.
- „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო ნომერი 5 ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა;
- „კოალიციას ცვლილებისთვის“ კი საარჩევნო ნომერი 4 ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე.
ამ ორი პარტიის ნაცვლად ეს საარჩევნო ნომრები მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებზე ექნებათ:
- „ქართველ ერთობა“ - ნომერი 4;
- „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - ნომერი 5.
ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოეხმაურნენ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. პარტიის წევრმა, ლევან სანიკიძემ თქვა, რომ „როდესაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, „ხუთიანი“ დაუბრუნდება მის პატრონს. იქამდე კი „ქართული ოცნება“ თავის რუსულ სპეცოპერაციაში „ხუთიანს“ ვის მიანიჭებს, ცოტა არ იყოს და ფეხებზე გვკიდია“.
საარჩევნო ნომრები ასევე დაკარგეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ (N1) და „ევროპულმა საქართველომ“ (N2).
მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებზე, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ნომრების შეუნარჩუნდებათ: „პატრიოტთა ალიანსს“, „ძლიერ საქართველოს“, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიებს ექნებათ შემდეგი საარჩევნო ნომრები:
#1 - „მამული, ენა, სარწმუნოება“;
#2 - „დემოკრატთა ალიანსი“;
#3 - „კონსერვატორები საქართველოსთვის“;
#4 - „ქართველ ერთობა“;
#5 - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
#6 - „მესამე გზა“;
#7 - „თავისუფალი საქართველო“;
#8 - „პატრიოტთა ალიანსი“;
#9 - „ძლიერი საქართველო“;
#10 - „მემარცხენე ალიანსი“;
#11 - „საქართველო“;
#12 - „მწვანეთა პარტია“;
#13 - „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“;
#14 - „სახალხო ხელისუფლება“;
#25 - „გახარია საქართველოსთვის“;
#36 - „გირჩი“;
#41 - „ქართული ოცნება“.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.
ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.
მეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს - რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.
ფორუმი