დღევანდელი სხდომა დასრულდა. მომდევნო პროცესი 29 აგვისტოს 11 საათზე ჩატარდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს თარიღი უქმედ გამოაცხადეს, მოსამართლე სხდომას მაინც ატარებს.
ის ამბობს, რომ ბრალდებულები პატრიორტი ადამიანები არიან, რომლებიც „გარუსების წინააღმდეგ იბრძვიან".
„მიმდინარეობს ფასეულობების აღწერვა, უდანაშაულოების დამნაშავეებად წარმოდგენა, უდანაშაულობის დანაშაულად წარმოჩენა.... თუ ეს 11 ადამიანი დამნაშავეა, ჩვენც ადვოკატები დამნაშავეები ვართ", - თქვა მან.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სასამართლო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ამაზე მიანიშნებდა საქმის განხილვის ყველა ეტაპი.
ის ყურადღებას ამახვილებს პოლიციელების მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობაზე და დაუსჯელობის პრაქტიკაზე მიანიშნებს.
მისი თქმით, ვიდეომტკიცებულებები, რომელიც ბრალდებამ სასამართლოში მოიტანა დამონტაჟებულია და „დაფარულია პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრები".
„რამდენად შეესაბამება პოლიციელების აღწერილი ვითარება რეალობას?", - კითხულობს ადვოკატი.
ფორუმი