16:30 - რუსლან სივაკოვისა და სერგეი კუხარჩუკის ადვოკატების ნაწილმა დასკვნითი სიტყვა უკვე წარმოთქვა, წინა სხდომაზე. დღევანდელზე კი დასკვნით სიტყვას ამბობს ადვოკატი, ფიქრია მახარაძე.
ადვოკატი აჯამებს თავის დასკვნით სიტყვას და ასახელებს იმ გარემოებებს, რაზეც ბრალდებას მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა:
- წინასწარ შეკავშირდნენ ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების, ან ხელმძღვანელობის, ან მასში მონაწილეობის განსახორციელებლად;
- მოქმედებდნენ კონკრეტულ პირთან შეთანხმებით და ასრულებდნენ ვინმეს დავალებებს ან მითითებებს, ან თავად გასცემდნენ რაიმე სახის დავალებებს და მითითებებს;
- მოქმედებდნენ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად და ორგანიზებულად და არა სპონტანურად, კონკრეტულ დროს, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე;
- მათ გაცნობიერებული ჰქონდეთ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის ან ამ ჯგუფის მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის განზრახვის შესახებ.
„რამე ზემოხსენებულიდან გვაქვს? პასუხი მარტივია, არა!
გულწრფელად მაქვს იმედი, რომ სასამართლო მიიღებს სწორ და ერთადერთ შესაბამის გადწყვეტილებას როგორიცაა გამამართლებელი განაჩენი", - რევაზ აჭარაზემ დაასრულა დასკვნითი სიტყვა.
ადვოკატის თქმით, არანაირ საფრთხეს არ ქმნიდა ჰაერში გასროლილი პიროტექნიკა რაც აკრძალული არ ყოფილა.
„საფრთხის შექმნაზე არაა ეს ნორმა ბატონო მოსამრთლევ. კი, ფორმალური დანაშაულია ვეთანხმები როგორც ნონა თოდუას ასევე უზენაეს სასამართლოს. კი ბატონო ნებისმიერ იარაღი შეიძლება იქნეს გამოყენებული. კი ბატონო შესაძლოა ფოიერვერკი საფრთხის შემქნელიც იყოს. მაგრამ:
225 - ე მუხლით, ამსრულებლისთვის ქმედების შერაცხვისთვის, ბრალდების მხარე ვალდებულია სასამართლოს ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დაუმტკიცოს, რომ ბრალდებულმა, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ჩაითვლება ჩაიდინა არა ნებისმიერი მოქმედებით, არამედ, კანონით პირდაპირ და კონკრეტულად გათვალისწინებული იმგვარი ქმედებით, რაც სისხლისსამართლებრივად შერაცხადია ცალკე აღებულიც, ჯგუფური ძალადობის კონტექსტ გარეშეც", - აცხადებს ადვოკატი.
მას კითხვები აქვს რომელზეც პასუხები ვერ მიიღო:
პირველი სად ჩანს ირაკლი ქერაშვილის ამ ძალადობრვი ე. წ. ხანგრძლივ წინააღმდეგობაში და ძალადობაში მონაწილეობა?
მეორე სად ჩანს ირაკლი ქერაშვილი რომ უწყვეტად ისვრის პიროტექნიკას პოლიციელთა მიმართულებით?
მესამე მართლა მაინტერსებს იმ რაკურსით გადაღებული ვიდეო რაც ლევან ნიჟარაძემ მოიტანა სადაა სრული ვიდეო? დაიღუპა ეგ ოპერატორი? ვიდეო წაშალა? ბრალი წარადგინეს ვიდეოზე სადაც არაფერი არ ჩანს და მეორედ როცა მივიდნენ სრული ვიდეოს გამოსათხოვად, რაც არ გააკეთეს ეს კადრი აღარაა ვიდეოში? რასთან გვაქვს საქმე? ანა ბარაბაძის გადაღებული იყო და არ ვიცით?
რა გვაქვს საქმიდან გამომდიანარე?
„პატაკი რომელიც ბრალდების შესახებ დადგენილებიდან გამომდინარე არ ადასტურებს არაფერს, არამედ ადასტურებს რომ განჩინება მოიპოვეს ამის საფუძველზე. ორი ჰაბიტოსკოპია რომლის მიხედვითაც ექსპერტს თურმე პირბადიდან შეუძლია ადამიანის ამოცნობა. ორი ვიდეო სადაც ფოიერვერკის ჰაერში გასროლა ჩანს? მოწმე გვყავს ვინმე ვინც დაადასტურებს დროს, თარიღს?
თუკი უტყუარად არ დგინდება რომ 01 დეკემბერია განაჩენი როგორ გამოგაქვთ?
თუ არ დგინდება შეკავშირება განაჩენი როგორ გამოგაქვთ?", - კითხვებს კითხვებით პასუხობს ადვოკატი.
ადვოკატი ამბობს:
„რეალობა მარტივია დეკემბერში იმდენად ჩქარობდნენ და ნერვიულობდნენ პოლიციელთა ძალადობებიც არ მოგვყვესო გადმოწერისას, რომ 04 წამიანი ვიდეოები გადმოწერეს. ვიდეო გადმოწერეს სადაც კაცი სიგარეტს ეწევა, ხოლო როდესაც დრო მიეცათ და დაჭრის უნარ ჩვევებიც განუვითარდათ უკვე ხელახლა კანონის დარღვევით გაცემული განჩინება აიღეს და კანონის დარღვევით შეასრულეს. მსგავსი მტკიცებულებები გიდევთ დღეს საქმეში ბატონო მოსამართლევ და ამით უნდა ბრალდებას სასამართლომ იხელმძღვანელოს".
ფორუმი