ადვოკატის თქმით, ქერაშვილს პირველ დეკემბერს ედავებიან დანაშაულის ჩადენას, თუმცა საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ მის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულება პირველ დეკემბერსაა გადაღებული.
„ არც კონსტანტინე, არც დავითი, არც ლევანი, არც გიორგი არავინ არ უთითებს რაიმე წყაროს რომლისგანაც მათ დაადგინეს რომ 01 დეკემბრის ვიდეოები გამოითხოვეს.
აქვე არ არსებობს არანაირი ჩვენება, წერილი რომლის მიხედვითაც მივიღებდით პასუხს რომ ოპერატორების მიერ გადაღებულ ვიდეო მასალას გააჩნია დროის ცდომილება. მაშინ მაქვს კითხვა მე რომელ დროს ვენდო, 13 საათისაა, 00:13 საათისაა, 31 დეკემბრისა ღამის საათია დღის საათია თუ რას უნდა ველოდო. რას ჩამიწერს განაჩენში მოსამართლე რომ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია?
ნიჟარაძეს საერთოდ არ უწერია დროები, თარიღიც კი არ უწერია.
დავით ქიტიაშვილიც არ ამბობს რომ ზოიძემ მითხრა პირველი დეკემბრის ვიდეოები არისო და საიდან ვიცით რომ პირველი დეკემბრის თარიღებია.
ერთი მტკიცებულება მითხარით სადაც პირდაპირი მოწმე, ან რაიმე დოკუმენტით ნათქვამია რომ პირველ დეკემბერს არის შექმნილი ეს ვიდეო, ანუ გადაღებული. იმას ვერ ვხვდები 3 გამომძიებელი 4-5 საათი თითო ათვალიერებდა თითქოსდა ერთი და იგივე ვიდეო ჩანაწერს, თუ სხვადასხვა რაკურსით და ვერავინ ვერ დააფიქსირა თუ რატომ 01 დეკემბერი", - ამბობს ის.
ადვოკატის თქმით, გიორგი ჩხეიძეს არ დაუფიქსირებია სასამართლოს წინაშე რომ ლევან ნიჟარაძესთან ერთად როდესაც იმყოფებოდა გულუას N10-ში რომელიმე თანამშრომელმა მას განუმარტა რომ აგერ ბატონო ლევან და ბატონი გიორგი ვიდეოები რომლებიც 01 დეკემბერს გადავიღეთო.
მისივე განცხადებით, მან განმარტა რომ დეპარტამენტის მოადგილე ანა ბარაბაძემ კომპიუტერი მოგვცაო და იყო ფოლდერები, ფოლდერებს გვარები ეწერაო, გვარებიან ფოლდერებში კიდევ ფოლდერები იყოო თარიღებითო. რა თარიღებით, რის თარიღებით, 01 დეკემბრის თარიღით იყო ფოლდერი თუ არ იყო და ამ ფოლდერში იყო თუ არა სავარაუდოდ ირაკლი ქერაშვილზე რაიმე ვიდეო არ დაფიქსირებულა სასამართლოში!
„მეტიც, თურმე ვიდეო იყო ხანგრძლივი და ჩანდა როგორ იდგნენ პოლიციელები სავარაუდოდ ირაკლი ქერაშვილის წინ და ირაკლი მათ ფოიერვერკს ესროდა, მოხვდათ თუ არა არ იცის მაგრამ წინ ედგნენ და მაგათ ესროდაო. მაგრამ როდესაც ვიდეო წარვუდგინე თუ რაც გამოითხოვეს მან და ლევანმა აღმოჩნდა, რომ ვიდეო არსებობსო, მაგრამ ალბათ ლევანმა არ ჩათვალა საჭიროდო და მეო შესაძლოა ტუალეტში ვიყავიო როდესაც იწერდა ვიდეოებსო.
საათობრივი ვიდეოები დავათვალიერეთო და რამდენჯერ გავედი ტუალეტში არ ვიციო და მეტიც მე ვერანაირად ვერ გავაკონტროლებდი ლევან ნიჟარაძესო და ვიდეო 04 წამიანი რაცაა დაგვეთანხმა რომ პოლიციელები არ ჩანან არსად.რას დავუჯერო ბატონო მოსამართლევ კაცს რომელმაც მოგონილმა ინფორმატორმა მიაწოდა ინფორმაცია და 01 დეკემბერი უთხრეს თუ ტუალეტში იყო და გამომძიებელს ვერ გავაკონტროლებდიო. პასუხი მარტივია, არ არსებობდა და არც არსებობს საქმეში მსგავსი ვიდეო სადაც ირაკლი ქერაშვილი პოლიციელებს ესვრის პიროტექნიკას და მით უფრო არ არსებობს არანაირი მტკიცებულება რომ ეს 01 დეკემბერს ხდება", - აცხადებს ადვოკატი.
რევაზ აჭარაძე:
„ბრალში აუცილებელი რეკვიზიტია სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დრო..რითი გვიდასტურებს ბრალდების მხარე რომ 2024 წლის 01 დეკემბერს ირაკლი ქერაშვილი პირველ რიგში იყო აქციაზე და თავისთავად შემდგომ რაიმე ჩაიდინა?
რა მტკიცებულება გვაქვს ამისთვის საქმეში და არსებითად გამოკვლევის ბოლოს?
საიდან მოვიდა 01 დეკემბერი? პასუხი მარტივია პატაკიდან, გიორგი ჩხეიძის
პატაკიდან, რომლის მიხედვითაც:
საქმესთან დაკავშირებით ჩემს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, გაცნობებთ ჯგუფურ ძალადობაში აქტიურად ჩართულნი იყვნენ და ერთ-ერთს ირაკლი ქერაშვილს ასახელებს და მასზე უთითებს: ირაკლი ქერაშვილის დანაშაულებრივი ქმედება განხორციელებულია 2024 წლის 01 დეკემბრის ღამის საათებში, გამოიკითხა კიდეც და იგივე დააფიქსირა რომ ინფორმატორი ყავს და სასამართლოშიც დაიკითხა და განმარტა რომ ენდობა მის წყაროს, ისიც არ იცის საიდან იცის წყარომ, ადგილზე იყო, ნახა რამე, შეესწრო ირაკლის ქმედებას, იცნობს ირაკლის თარიღი საიდან იქნა დადგენილი, არაფერზე პასუხი კონკრეტული არ არსებობს და ამ პატაკის საფუძველზე, გეგონება წინა დღით გამოთხოვის განჩინება არ ქონოდა გამოძიებას გარბიან გულუას N10-ში და ახორციელებენ ვიდეოს გამოთხოვას".
„აქციები მიდის, რა უნდა გააკეთო რომ ჩაახშო? - უნდა დააკავო ადამიანები და გააგზავნო მესიჯი", - ამბობს რევაზ აჭარაძე.
ფორუმი