17:25 - პროკურორი გიორგი ლილუაშვილი კითხულობს ბრალის დეტალურ შინაარსს, რომელიც შეეხება „ტომოგრაფიის ყიდვის“ ეპიზოდს, რომლის სამქეზეც დაკავებულია მისი ყოფილი მოადგილეც.
„ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლებ შეიძინეს ესპანეთში 544 ათასის ღირებულების ქონება... შესანიღბად მათ გააფორმეს ფიქტიური ხელშეკრულება თბილისში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით... მან ამ ქონების შესახებ ინფორმაცია არ მიუთითა არც [ერთ-ერთ წელს შევსებულ] დეკლარაციაში“, - ამბობს საქმის პროკურორი.
17:30 - პროკურორი გიორგი ლილუაშვილი ამბობს, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ამიტომ არსებობს მიმალვის საფრთხე. ამ არგუმენტით ის ითხოვს პატიმრობის გამოყენებას.
პროკურორი დასძენს, რომ გამოსაკითხი არიან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებიც და არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
დამატებით აღნიშნა, რომ ბურჭულაძეს არაერთხელ აქვს გადაკვეთილი სახელმწიფო საზღვარი, აქვს საზღვარგარეთ კონტაქტები და არსებობს მიმალვის საფრთხე.
17:34 საუბარს იწყებს ჯუანშერ ბურჭულაძე.
„თუ უფლებას მომცემთ შევაფასებ ბრალის ხარისხს - აქ ევროპულობასთან კავშირი არ აქვს“, - ამბობს ყოფილი მინისტრი და მიუთითებს მისი დაკავების სხვა ინტერესზე და აგრძელებს:
„მინდა დაგანახოთ, ხელი შეგიწყოთ პირადი მწამსის შესაქმნელად, ჩემი დაკავება რამდენად აბსურდულია“.
ყოფილი მინისტრის თქმით, ესპანეთში ბინა შეიძინა წყნეთის სახლის ფასად.
„მე იპოთეკით დავტვირთავდი თუ ნასყიდობას გამოსყიდვის უფლება იქნებოდა, ჩემი გადასაწყვეტია... ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის ქონებით და ჩემი ქონების გაყიდვით... რაც შეეხება დეკლარაციას, ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, 2025 წელს შევიძინე. ამ სახლს არ ვმალავდი, გამოკითხვაზე მე თავად ვუთხრაი და ხელშეკრულებაც მივიტანე...
არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს... 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“, - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ბურჭულაძის ნათქვამს არგუმენტებით ამყარებს მისი ადვოკატი, დიმიტრი ხაჩიძე. მისი თქმით, ესპანეთის ქონება უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე ის თანხა, რომელზეც ბრალშია საუბარი:
„უფრო ნაკლები უფრო მეტი ვერ გახდება. მაგრამ თუ ბრალდებას სხვა დანაშაულზე აქვს ეჭვი, აუცილებელია წარმოადგინოს ექსპერტიზები“.
ფორუმი