18:43 - დარბაზში იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
18:45 - დარბაზში შემოიყვანეს ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა. მინებით შემოსაზღვრულ სივრცეში მათ ბორკილები მოხსნეს.
ლევან ხაბეიშვილს თან საქართველოს დროშა აქვს.
დამსწრეებმა ტაში დაუკრეს.
18:47 - ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი. მისი ხმა მკაფიოდ ისმის.
18:48 - მოსამართლემ იკითხა მხარეებს ხომ არ აქვთ მისი აცილების სურვილი.
ფორუმი