18:50 - მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის აცილებას ითხოვს ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი, რადგან მან გასცა ლევან ხაბეიშვილი დაკავების განჩინება.
„თქვენ წინასწარ გაქვთ ლევან ხაბეიშვილის საქმეზე ჩამოყალიბებული პოზიცია. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად არსებობს პატიმრობის საფუძველი. თქვენ არათუ ჩამოყალიბებული გაქვთ პოზიცია, არამედ ორი დღის წინ გაცემული განჩინებით თქვენ თქვით, რომ დანაშაულის შემადგენლობა დაინახეთ... თქვენ აღნიშნეთ, რომ ლევანი მისი ქცევებიდან გამომდინარე სახიფათოა საზოგადოებისთვის. ეს არის პოზიცია. დღეს, აბა, რაზე უნდა ვისაუბროთ?!. თქვენ რაზეც უნდა იმსჯელოთ, უკვე ნამსჯელი გაქვთ... მიგვაჩნია, რომ უნდა აიცილოთ ეს საქმე.“, - თქვა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.
19:00 მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის აცილებას ითხოვს ადვოკატი ბექა ბასილაიაც, რომელიც მურთაზ ზოდელავას ადვოკატია. მან გაიხსენა, რომ ამავე მოსამართლემ მიიღო სამოქალაქო აქტივისტის, მასწავლებლის იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება.
„მოსამართლე მხოლოდ კონკრეტული საქმიდან კი არ ფასდება, არამედ მისი გადაწყვეტილებებით. ის გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო ორდინალურ საქმეზე, მაგალითად არ მოვიყვანდი. მაგრამ ისიც და ესეც არის პოლიტიკური საქმე...
სხვა მოსმართლეს რომ განეხილა ის საქმე, ყველა სხვა საქმეზე, სადაც შევხვდებოდით, იგივე შუამდგომლობა გვექნებოდა.
თქვენ მიერ სხვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ცხხადყოფს, რომ თქვენ მონაწილეობთ ამ ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი ადამიანების დევნაში“...
19:06 - მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა უპასუხა ადვოკატებს:
„მოსამართლის გადაწყვეტილებას [გულისხმობს მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას] ნუ განიხილავთ! რევიზიას ნუ ახდენთ! გასაგებია თქვენი პოზიცია“, - მიმართა მოსამართლემ ადვოკატებს.
19:07 - სიტყვის უფლებით სარგებლობს ლევან ხაბეიშვილი.
„მე ამ ნადღაბნებში ვერ ვერკვევი“, - თქვა ხაბეიშვილმა, თუმცა არ დაასრულებინა აბზაცი მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა და გაფრთხილება მისცა: „კორექტულად ისაუბრეთ“ და სანქციის გამოყენებით დაემუქრა.
აგრძელებს ლევან ხაბეიშვილი:
„ხომ მაქვს უფლება, რომ ვიფიქრო, თქვენი გადაწყვეტილება იქნება პატიმრობა. იქნებ, იმის უფლება მაინც მომცეთ, რომ დაცვის უფლება. თქვენ იმის გამო, რომ არ გევასებით, ციხეში გამიშვით. თქვენ მომეცით იმის საშუალება, რომ 0,0001% მაინც მჯეროდეს [სამართლიანობის] და აიცილოთ თავი“...
ფორუმი