Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას სასამართლო - ლაივბლოგი (13/09/2025)

ხელისუფლების დამხობისა და ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაკავებული ოპოზიცონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა იწყება. პროკურატურა მის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. პოლიტიკოსი სუსმა 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ოფისთან დააკავა. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

19:16 13.9.2025

19:10 - პროკურორი ბექა ხუნაშვილი ამბობს, რომ არ სურს მოსამართლის აცილება.

19:17 13.9.2025

19:11 - მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი ამბობს, რომ არ აკმაყოფილებს ადვოკატების მოთხოვნას.

ამ დროს დარბაზში სიცილის ხმა გაისმა.

მოსამართლე ამბობს, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში დახურავს სხდომას.

19:17 13.9.2025

19:13 - მოსამართლე დაკავებულების ვინაობას აზუსტებს (ეს კანონით აუცილებელი მოთხოვნაა). ისევე აცნობს, მათ წაყენებული ბრალის შინაარსს.

19:18 13.9.2025

19:15 - მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ არ ეთანხმება ბრალის შინაარს და არ ცნობს თავს დამნაშავედ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG