კონფლიქტი რუსთაველის გამზირის ერთ-ერთ გადამკვეთ ქუჩაზე - ბესიკის ქუჩაზე გამწვავდა.
„ამოვედით ფილარმონიასთან და იქიდან ექვს-შვიდკაციანი ჯგუფი აგვეკიდა და ჩვენს შეძახილებზე შეურაცხმყოფელ შეძახილებს აკეთებდნენ. აშკარად პროვოკაციულად იქცეოდნენ. ცდილობდნენ ჩვენს გამოწვევას ჟესტიკულაციითაც“, - უთხრა „TV პირველს“ მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ, გოტა ჭანტურიამ.
ვოდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიციამ დემონსტრანტების მიერ გამოვლენილი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, იარაღი ჰქონდა, ადგილიდან საპატრულო ავტომობილით გაიყვანა. რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების გარკვევას.
ფორუმი