Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიეში მსხვერპლია რუსეთის ჯარების მორიგი შეტევის შედეგად


ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი. 2025 წლის 16 სექტემბერი
ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი. 2025 წლის 16 სექტემბერი

რუსეთის ჯარებმა მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის ტელეგრამ-არხზე დღეს, 16 სექტემბერს დილის რვა საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან დარტყმის შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 13 ადამიანი. დაჭრილებს შორის ორი ბავშვია.

დანგრეულია სახლები და სხვა შენობები.

ფიოდოროვის თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა სხვადასხვა სახეობის იარაღით 540 დარტყმა განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქის 16 დასახლებულ პუნქტზე. ერთი ადამიანი დაიღუპა პოლოგოვსკის რაიონში.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იყო როგორც საავიაციო, ისე საარტილერიო შეტევა. დაზიანებულია სახლები, საწარმოები და კომერციული შენობები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG