Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთს რეკორდულად ცხელი ზაფხული ჰქონდა


ესპანეთში გასული ზაფხული ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო
ესპანეთში გასული ზაფხული ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო

ესპანეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე ცხელი ზაფხული ამ ქვეყნის ისტორიაში. ხმელთაშუა ზღვის მთელი რეგიონი მძიმედ დააზარალა კლიმატის ცვლილებამ.

ესპანეთში 1 ივნისიდან 31 აგვისტომდე საშუალო ტემპერატურა 24.2°C დაფიქსირდა. ეს ყველაზე მაღალი ტემპერატურაა მას შემდეგ, რაც სამსახურმა 1961 წელს ჩანაწერების წარმოება დაიწყო. წინა რეკორდი 2022 წლის ზაფხულში დაფიქსირდა - 24.1°C.

ეს ზაფხული ასევე 2.1 გრადუს ცელსიუსით უფრო ცხელი იყო, ვიდრე 1991-2020 წლების ეროვნული საშუალო მაჩვენებელი.

ყველაზე მაღალი დღიური ტემპერატურა 45.8°C ესპანეთის სამხრეთით, ხერეს დე ლა ფრონტერაში 17 აგვისტოს დაფიქსირდა. გაეროს მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვის რეგიონი გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე 20%-ით უფრო სწრაფად თბება.

ზაფხულის მცხუნვარე თვეებში ესპანეთის სოფლის ტერიტორიებზე იმატა ხანძრებმა. ევროკავშირის ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, ხანძრების შედეგად რეკორდული 382 000 ჰექტარი დაიწვა. წინა რეკორდი 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც 306 000 ჰექტარი დაიწვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG