Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკის „მოუწევს შეთანხმების დადება“ ომის დასასრულებლად


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ დროა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაეთანხმოს შეთანხმებას, რომელიც რუსეთთან ომს დაასრულებს.

„მას მოუწევს მოქმედება და შეთანხმების დადება. მას მოუწევს შეთანხმების დადება. ზელენსკის მოუწევს შეთანხმების დადება“, - განაცხადა ტრამპმა სამშაბათს, თეთრი სახლიდან გასვლისას.

ტრამპი უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შუამავლობას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს, მიუხედავად გასულ თვეში მოწყობილი მაღალი დონის სამიტებისა - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან.

რუსეთი კვლავაც აცხადებს, რომ ომის დასასრულებლად ითხოვს, სხვა საკიტხეს შორის, მთელი დონბასის რეგიონის ანექსიას და პირობას, რომ უკრაინა არასოდეს გახდება ნატოს წევრი.

მიუხედავად ამისა, ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმებას სწორედ ზელენსკი უნდა დათანხმდეს.

„და ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსეთიდან ნავთობის ყიდვა. იცით, ისინი ლაპარაკობენ, მაგრამ მათ უნდა შეწყვიტონ რუსეთიდან ნავთობის ყიდვა“, - დასძინა ტრამპმა და კვლავ მოუწოდა ევროპას მეტი გააკეთოს ომის დასასრულებლად.

ტრამპმა ამტკიცებს, რომ პუტინთან ალიასკაში შეხვედრამ შედეგი გამოიღო.

„ბევრი რამ მიღწეული იქნა, მაგრამ ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო“, - თქვა მან. „როგორც ჩანს, მათთან ერთად ოთახში უნდა დავჯდე, რადგან ისინი ერთად ვერ დასხდებიან. იქ დიდი სიძულვილია“, - თქვა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG