Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ვეტო დაადო ღაზის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს


საილუსტრაციო ფოტო: გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. 22 სექტემბერი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. 22 სექტემბერი, 2023.

ხუთშაბათს შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც მოითხოვდა ღაზის სექტორში ცეცხლის „დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ“ შეწყვეტას და ისრაელის მიერ პალესტინის ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების ყველა შეზღუდვის მოხსნას.

უშიშროების საბჭოს ათი არჩეული წევრის მიერ მომზადებული პროექტი ასევე მოითხოვდა პალესტინის რადიკალური დაჯგუფების, ჰამასის, და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ დაკავებული ყველა მძევლის დაუყოვნებლივ, ღირსეულად და უპირობოდ გათავისუფლებას.

ჰამასი შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.

რეზოლუციის პროექტმა 14 ხმა მიიღო, თუმცა შეერთებულმა შტატებმა ვეტო გამოიყენა. ეს მეექვსე შემთხვევაა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო უშიშროების საბჭოს რეზოლუციების პროექტებს ღაზის სექტორში შეიარაღებული კონფლიქტის განმვალობაში, რომელიც დაიწყო ჰამასის მიერ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG