Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის თქმით, ომის დასრულების შემთხვევაში თანამდებობის დატოვებისთვის მზადაა


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ომის დასრულებაა, ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში უკრაინაში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ის მონაწილეობას არ მიიღებს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეცდება არჩვენების ჩატარებას, იმ შემთხვევაში თუ რუსეთთან გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება მოხერხდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის ვადა 2024 წელს ამოეწურა, მაგრამ საომარი მდგომარეობის პირობებში, რომელიც უკრაინაში 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოქმედებს, უკრაინის კანონმდებლობა არჩევნების ჩატარებას არ ითვალისწინებს.

Axios-სთან ინტრევიუში ზელენსკი ასევე შეეხო 23 სექტემბერს ნიუ -იორკში აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრას. უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, მან ტრამპსს სთხოვა მიაწოდოს "ახალი შეიარაღება", ზელენსკის არ დაუკონკრეტებია თუ რას გულისხმობდა, თუმცა აღნიშნა, რომ ტრამპის პასუხი იყო - "ამაზე ვიმუშავებთ".

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპი რუსეთის მიმართ არნახულად კრიტიკული იყო - მას "ქაღალდის ვეფხვიც" კი უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინას, რუსული ჯარის მიერ დაკავებული თავისი ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა აქვს.

კრემლის პრესმდივნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ყველა ნათქვამს ვერ დაეთანხმებიან. მაგალითად, იმას, რომ უკრაინა ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს, რუსეთს კი ეკონომიკური პრობლემები აქვს, რადგან პესკოვის თანახმად, „რუსეთის ეკონომიკა დიდწილად გადაეწყო და შესანიშნავად უმკლავდება ფრონტის საჭიროებებს".

კრემლში არც იმას ეთანხმებიან რომ რუსეთი „ქაღალდის ვეფხვია". როგორც პესკოვმა თქვა, „რუსეთი არანაირად არ არის ვეფხვი“ და „უფრო დათვთან ასოცირდება, ქაღალდის დათვები კი არ არსებობენ“.

კრემლის პრესმდივნის განცხადებით, „რუსეთი ნამდვილი დათვია“, რომელიც არაერთხელ აღუწერია პრეზიდენტ პუტინს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG