ტელეკომპანიების ზარალის შესახებ მონაცემები გამოქვეყნებულია სახელმწიფო ანგარიშგების პორტალზე, reportal.ge-ზე.
- „იმედმა“ 2024 წელს 39 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, აქედან თითქმის 38,9 მლნ რეკლამიდან მიღებული თანხაა. გასულ წელს არხზე 880 თანამშრომელი მუშაობდა, მათი ხელფასი 33,6 მლნ ლარამდე იყო;
- გასულ წელს „რუსთავი 2-ის" შემოსავალი 14,1 მლნ ლარი იყო, თუმცა თითქმის ორჯერ მეტი (27 მლნ) თანხა დახარჯა 670 თანამშრომლის „სახელფასო ანაზღაურებაში“, რომელიც მოიცავს ხელფასსა და ბონუსს, ყველაზე ნაკლები წილით კი დაზღვევას. ჯამში „რუსთავი 2-ის" ხარჯი 55 923 203 ლარი იყო.
2024 წელს მიღებული ზარალი:
- „იმედის“ ზარალი 67 804 296 ლარი იყო;
- „რუსთავი 2-ის" (სს მედია ჰოლდინგი) - 41 822 825 ლარი.
გასულ წელს არსებული დანაკლისი დაემატა უკვე არსებულ თანხას და ამით ზარალის მოცულობა გაიზარდა:
- „იმედის“ შემთხვევაში - 454 108 745 ლარამდე;
- „რუსთავი 2-ის" (სს მედია ჰოლდინგი) შემთხვევაში - 14 052 000 ლარი.
ანგარიშგების პორტალი სახელმწიფოს მიერ შექმნილი პორტალია, რომელზეც ქვეყანაში არსებული კომპანიები საკუთარ ფინანსურ ანგარიშებს აქვეყნებენ - ამ გზით მოქალაქეებს უჩნდებათ წვდომა კომპანიების ფინანსურ ანგარიშებზე.
ფორუმი