Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბერი: არჩევნები/პროტესტი - ლაივბლოგი

4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართა. პარალელურად მოეწყო ოპოზიციური პოლიტიკური ძალების საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები.

10:17 4.10.2025

ივანიშვილი: საქართველოში „განუხრელად მიმდინარეობს" თავისუფალი არჩევნები

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ოპოზიცია სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაში, დემოკრატიის ხელყოფასა და პრორუსულ კურსში დანაშაულებს, მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ყველა არჩევნები თავისუფალი იყო, საზოგადოებამ კი „მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში".

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ივანიშვილმა ოჯახის წევრებთან ერთად ხმა თბილისში, მთაწმინდის ოლქის ერთ-ერთ საარჩვენო უბანზე მისცა.

09:18 4.10.2025
08:02 4.10.2025

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო

4 ოქტომბერს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერებისა და საკრებულოების არჩევნებია. მას ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია აკვირდება.

პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ 64 საკრებულოს სულ 2058 წევრს და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების 64 მერს.

კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური პარტია.

64 მუნიციპალიტეტში მერობის სულ 121 კანდიდატია. მათგან 9 თბილისში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG