Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბერი: არჩევნები/პროტესტი - ლაივბლოგი

4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იმართება. პარალელურად დაგეგმილია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების საპროტესტო გამოსვლები

03:37

4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად განვითარებული მოვლენები

03:36

დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის ხუთი ორგანიზატორი: პაატა ბურჭულაძე კლინიკა „ჰელსიკორში“ დააკავეს, ხოლო მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე პარლამენტთან. ასევე დაკავებულები არიან პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე

02:47

პოლიციამ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა ბურჭულაძე დააკავა. ის სპეციალური დანიშნულების ჯგუფმა კლინიკა „ჰელსიკორიდან“ გამოიყვანა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დაადასტურა, რომ პაატა ბურჭულაძის გარდა დააკავეს მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.

02:33

თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად თბილისში „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ აქცია გაიმართა

00:00 საათის მონაცემებით, კლინიკაში გადაიყვანეს დაშავებული 21 პოლიციელი და 6 დემონსტრანტი

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG