Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბერი: არჩევნები/პროტესტი - ლაივბლოგი

4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართა. პარალელურად მოეწყო ოპოზიციური პოლიტიკური ძალების საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები.

16:25 4.10.2025

„ქართული ოცნების“ და ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა ხმა მისცა არჩევნებში.

ხმა მისცეს კახა კალაძემ და ირაკლი კუპრაძემ, - „ქართული ოცნების“ და „ლელო/ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატებმა.

დღეს დილას კი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად მივიდა ხმის მისაცემად.

მან მოკლე განცხადება გააკეთა, მედიის კითხვებს არ უპასუხა და საარჩევნო უბნის ტერიტორია მალევე დატოვა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს წელს განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი დაცვა ახლდა.

16:22 4.10.2025

პირდაპირი: საპროტესტო მსვლელობა


16:19 4.10.2025

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან საპროტესტო მსვლვლელობა დაიწყო თავისუფლების მოედნისკენ.

პარალელურად პოლიციამ გადაკეტა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა.

პარლამენტის გარშემო ამჟამად ქუჩები ცარიელია.

ყველა შესასვლელია დაკეტილია.

პარლამენტის გვერდითა შესასვლელი
პარლამენტის გვერდითა შესასვლელი
16:16 4.10.2025

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღების მიზნით.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG