Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბერი: არჩევნები/პროტესტი - ლაივბლოგი

4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართა. პარალელურად მოეწყო ოპოზიციური პოლიტიკური ძალების საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები.

20:41 4.10.2025

პირდაპირი: ვითარება ორბელიანის მოედანზე - აქციის მონაწილეებმა ბარიკადები ააგეს

20:24 4.10.2025

სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრმა ორბელიანის მოედანზე გადაინაცვლა - პროტესტის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს მოედანზე განთავსებულ სკამებს, მაგიდებსა და სხვა ნივთებს

20:21 4.10.2025

მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მტრების ინტერესებშია - გახარიას პარტია


ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მიუღებელს უწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე მოვლენებს.

„რაც ახლა ხდება არის სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია! ძალადობა მიუღებელია“, - აცხადებს პარტია.

20:20 4.10.2025

20:00 საათზე ხმის მიცემის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისიდან სიტყვით მიმართა საზოგადოებას.


„მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება! გილოცავთ! გილოცავთ!.. საბოლოოდ გავსწორდით წელში, რომ იტყვიან. ეს არის რეალური შედეგი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG