როგორ განვითარდა მოვლენები პრეზიდენტის სასახლესთან - სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა
ცესკოს ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე 1 438 116 (40,93%) ამომრჩეველი მივიდა
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური პარტია
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია აკვირდებოდა
თბილისში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციასა და განვითარებულ მოვლენებს X-ის პლატფორმაზე გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.
„ჩემი ფიქრები ახლა მიმართულია ქართველი ხალხისკენ, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია. მოლდოვა თქვენ გვერდითაა“.
თბილისში, მასშტაბური საპროტესტო აქციის გაშუქებისას დრონი დაეკარგა მინიმუმ სამ მედიასაშუალებას, ნეტგაზეთს, "პროექტ 64"-ს და "მაუწყებელს." ჟურნალისტები ვარაუდობენ რომ მათი დრონების სიგნალი სახელმწიფო უწყებებმა "გადაიჭირეს" და ისე შეუცვალეს მიმართულება.
ფორუმი