თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან საპროტესტო მსვლვლელობა დაიწყო თავისუფლების მოედნისკენ.
პარალელურად პოლიციამ გადაკეტა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა.
პარლამენტის გარშემო ამჟამად ქუჩები ცარიელია.
ყველა შესასვლელია დაკეტილია.
პირდაპირი: საპროტესტო მსვლელობა
„ქართული ოცნების“ და ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა ხმა მისცა არჩევნებში.
ხმა მისცეს კახა კალაძემ და ირაკლი კუპრაძემ, - „ქართული ოცნების“ და „ლელო/ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატებმა.
დღეს დილას კი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად მივიდა ხმის მისაცემად.
მან მოკლე განცხადება გააკეთა, მედიის კითხვებს არ უპასუხა და საარჩევნო უბნის ტერიტორია მალევე დატოვა.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს წელს განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი დაცვა ახლდა.
ცესკოს მონაცემებით, 15:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა 28,22%-მა
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 513 818 ამომრჩეველი.
ვრცლად აქ: radiotavisupleba.ge
ფორუმი