Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბერი: არჩევნები/პროტესტი - ლაივბლოგი

4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართა. პარალელურად მოეწყო ოპოზიციური პოლიტიკური ძალების საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები.

22:09 4.10.2025

საპროტესტო აქცია საპრეზიდენტო სასახლესთან სპეცრაზმმა მას შემდეგ დაშალა, რაც რამდენიმე დემონსტრანტმა შენობაში შეჭრა სცადა. დაშლისას გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი

22:10 4.10.2025


ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჟიგიმანტას პავილიონისი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

22:11 4.10.2025

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა - ასეთია ცესკოს პირველადი წინასწარი მონაცემები 21:47 საათის მონაცემებით.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები გამარჯვებულები არიან 64-ვე მუნიციპალიტეტში, მათგან 26-ში, სადაც კონკურენტი არ ჰყავდათ, 100%-ით.

23:00 4.10.2025

თბილისში, მასშტაბური საპროტესტო აქციის გაშუქებისას დრონი დაეკარგა მინიმუმ სამ მედიასაშუალებას, ნეტგაზეთს, "პროექტ 64"-ს და "მაუწყებელს." ჟურნალისტები ვარაუდობენ რომ მათი დრონების სიგნალი სახელმწიფო უწყებებმა "გადაიჭირეს" და ისე შეუცვალეს მიმართულება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG