Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბერი: არჩევნები/პროტესტი - ლაივბლოგი

4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართა. პარალელურად მოეწყო ოპოზიციური პოლიტიკური ძალების საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები.

12:37 5.10.2025

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, “დიპ სტეიტს” ჩაუვარდა „ნაცმოძრაობის“ „ლელოთი“ და „გახარიათი“ ჩანაცვლების გეგმა, “პრაქტიკულად, უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პოლიტიკური პარტია”, რადგან 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მათ დაბალი მაჩვენებლები აქვთ, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა.

13:59 5.10.2025

⭕"ყველაფერი იყო ძალიან სწორად დაგეგმილი... მშვიდობიანად მივიდნენ ღობემდე. ღობე გადაანგრიეს. მიიღეს პასუხი..." - ამბობს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მომხდარზე

14:36 5.10.2025

„ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე ბევრად მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო თუნდაც შარშან, შარშანწინ, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოსა და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ. კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად. გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ესეც არის ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობა ქართველი საზოგადოების წინაშე, იმ ამომრჩევლის წინაშე, რომელიც გუშინ სრული მობილიზებით გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

14:37 5.10.2025

ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება “კოალიცია ცვლილებისთვის”, რომლის 4 ლიდერი ამჟამად საპატიმროშია, აღნიშნავს, რომ საქართველოში “რუსული ფარსი არ შედგა!”, თავისუფლებისთვის ბრძოლა გაგრძელდება “ბოლომდე” და შესაბამისად, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

“4 ოქტომბერს ცარიელი საარჩევნო უბნების პარალელურად, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი სავსე იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებით. უწყვეტი პროტესტის 311-ე დღეს თბილისში 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა მთავარი სათქმელით - ბრძოლა ბოლომდე!”, - წერია პოლიტიკური გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG