პაპუაშვილის თქმით, არსებობს ჯგუფი, რომელსაც საქართველოს მიმართ მავნე ინტერესები აქვს და, რომელიც ცდილობს ქვეყნის არევას და პაიკად გამოყენებას.
ევროკავშირის ლიდერები 4 ოქტომბრის არჩევნებისა და იმავე დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადებას ავრცელებენ - მოუწოდებენ ხელისუფლებას მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვისკენ, ამავე დროს მოუწოდებენ „ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან“.
5 ოქტომბრის საღამოს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელიც ეკუთვნით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარ მარტა კოსს.
4 ოქტომბრის მოვლენების დროს დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი - პოლიციელები, დემონსტრანტები, ჟურნალისტები. დიდ ნაწილს დახმარება ადგილზე გაუწიეს, ნაწილი კლინიკაში მოხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, 5 ოქტომბრის მდგომარეობით, კლინიკაში“ მკურნალობას განაგრძობს 2 პოლიციელი, მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა, კლინიკაში შეყვანისას, საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ექიმებმა 5 ოქტომბერს, დილის საათებში უკვე დამაკმაყოფილებლად შეაფასეს.
ფორუმი