Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წავიკითხავთ ქართველი ხალხის დეკლარაციას და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება“ - პაატა ბურჭულაძე


პაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძე

თბილისში დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორის, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, „დღეს არის დიდგორი, საქართველო იბრუნებს თავისუფლებას“.

როგორც მან ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს შენობასთან უთხრა, „აქ იქნება სცენა, წავიკითხავთ დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება“.

„ვიყოთ ერთად, ბრძოლა ბოლომდე, ჩვენ გავიმარჯვებთ. გამარჯვება გარდაუვალია. ვუყურებდი ახლა ბევრი საპოლიციო ძალა იყო იქით და აქეთ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: აცდენენ ამ ბიჭებს და ქვეყნის მოღალატეების მხარეს აყენებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენზე ხელს არ აწევენ. ვინც აწევს, ის ინანებს“, - თქვა პაატა ბურჭულაძემ.

დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში დაგეგმილ დემონსტრაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ფარგლებს.

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "თუ შეეცდებიან ძალადობაზე გადასვას, მიიღებენ ამაზე პასუხს".


ფორუმი

XS
SM
MD
LG