Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე 71,6%-ით იმარჯვებს - ცესკომ ხმების 93% დათვალა


კახა კალაძის საარჩევნო ბანერი თბილისში
კახა კალაძის საარჩევნო ბანერი თბილისში

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დედაქალაქში უბნების 92,6% დათვალა. წინასწარი მონაცემებით, მესამე ვადით თბილისის მერი ხდება კახა კალაძე. დანარჩენ ოთხ თვითმმართველ ქალაქშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ - ცესკოს დათვლილი აქვს უბნების 90%-ზე მეტი.

თბილისი:

  • კახა კალაძე („ქართული ოცნება“) - 71,6%;
  • ირაკლი კუპრაძე („ლელო“) - 12,5%;
  • იაგო ხვიჩია („გირჩი“) - 7,5%;
  • ზურაბ მახარაძე („ალტ-ინფო“) - 4,1%;
  • გიორგი გაჩეჩილაძე („მწვანეები“) - 0,8%
  • თეიმურაზ ბოლქვაძე („მამული, ენა, სარწმუნოება“) - 0,8%;
  • კახა კუკავა („თავისუფალი საქართველო“) - 1,5%;
  • ოთარ ჭითანავა („პატრიოტთა ალიანსი“) - 0,9%;
  • გიორგი ლილუაშვილი („საქართველო“) - 0,4%.

ბათუმი

  • გიორგი ცინცაძე („ქართული ოცნება“) - 80,6%;
  • გოჩა გუგუნავა („გახარია საქართველოსთვის“) - 10,3%;
  • კახაბერ ცისკარიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 2,5%;
  • ზვიად კვირიკაძე („ჩვენი გაერთიანებული საქართველო“) - 4,3%;
  • თამარ მიქელაძე („მამული, ენა, სარწმუნოება“) - 2,4%.

ქუთაისი

  • დავით ერემეიშვილი („ქართული ოცნება“) - 85,6%;
  • პაატა ზაქარეიშვილი („გახარია საქართველოსთვის“) - 8,1%;
  • გიორგი ამაღლობელი („საქართველო“) - 6,3%.

რუსთავი

  • ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) - 91,9%;
  • თამარ კეკენაძე („გახარია საქართველოსთვის“) - 8,1%.

ფოთი

ფოთში ერთადერთი კანდიდატი იყო - ბექა ვაჭარაძემ („ქართული ოცნება“) ხმების 100% მიიღო.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ტარდება. ამომრჩევლების უმრავლესობა ხმას ელექტრონულად აძლევდა - სწორედ ეს ამარტივებს ხმის დათვლას.

დღეს, 4 ოქტომბერს, არჩევნების პარალელურად თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დემონსტრაცია იმართება.

დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წევრმა პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მიმართეს, მოქალაქეები ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ.

ადმინისტრაციის შენობასთან მისულმა დემონსტრანტებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს. სწორედ ამ დროს გამოვიდნენ საპოლიციო ძალები ადმინისტრაციის შენობიდან. პირველად პოლიციამ მაშინ გამოიყენა წიწაკის სპრეი.

„ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობის“ სურვილით აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით დაიგეგმა 4 ოქტომბრისთვის, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. არჩევნები 20:00 საათზე დასრულდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG