Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: "დღეს ყველა დავდგეთ რუსთაველზე, რადგან რუსთაველი არის დასაცავი"


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას გავიდნენ რუსთაველზე და გააგრძელონ პროტესტი.

“დღეს როგორც არასდროს აუცილებელია ყველანი გავიდეთ რუსთაველზე, დავდგეთ რუსთაველზე, რადგან რუსთაველი არის დასაცავი”, - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, მომდევნო დღეებში ნებისმიერი შეკრება აღქმული იქნება გუშინდელი მცდელობის გაგრძელებად და მივიღებთ სათანადო ზომებსო.

„რეჟიმს დღეს, როგორც არასდროს, ისე უნდა მოსპოს რუსთაველის პროტესტი, ამიტომ შსს-ს განცხადება, რომ აქციები არის გუშინდელი აქციის გამოძახება, არის ტყუილი. ეს ჩვენ ვერ შეგვცლის და ვერ შეგვაშინებს. ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს აუცილებელია ყველანი ერთად გავიდეთ რუსთაველზე. დავდგეთ რუსთაველზე, რადგან რუსთაველი არის დასაცავი. პროტესტი, რომელიც გრძელდებოდა 300 დღეზე მეტი, სადაც ჩვენ ვიცავდით კონსტიტუციას და ევროპულ მომავალს, ჩვენ არ გადავალთ არცერთ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე. ჩვენ ვერ მოგვატყუებთ და ვერ გადავიყვანთ სხვა რეჟიმში, ჩვენ ვართ მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ უნდა დავიცვათ რუსთაველი. ის არის იმის გარანტია, რომ ეს რეჟიმი ჩამოიშლება, რუსთაველი არის იმის გარანტია, რომ ეს რეჟიმი ბოლოს ჩამოიშლება. რუსთაველი არის იმის გარანტია, რომ ამ რეჟიმის იზოლაცია გარედან გაგრძელდება. რუსთაველი არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ერთმანეთის გვჯერა და ერთმანეთთან ვართ სოლიდარულები და რუსთაველი არის იმის გარანტია, რომ ხვალინდელი მომავალი არის ჩვენი. დადგება დღე არჩევნების, ნამდვილი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების, სადაც მართლაც გავაკეთებთ არჩევანს. დღეს არის დაცვის დღე. ყველას მოგიწოდებთ ერთად გამოვიდეთ და გავაგრძელოთ რამდენიც საჭიროა იქნება და ბოლომდე ეს მშვიდობიანი პროტესტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” რეჟიმს არ ყოფნის რეპრესიები პოლიტიკოსებისა და პარტიების მიმართ, ამიტომ მას სამიზნეში ამოღებული ჰყავს საზოგადოება.

საზოგადოების ძალა გამოიხატება ამ უწყვეტ, მშვიდობიან პროტესტში, რომელსაც არ იცის რეჟიმმა რა მოუხერხოს. ამიტომ აქვს ყველანაირი მცდელობა, რომ პროტესტი გადაიყვანოს გზიდან ან ჩაკლას, მაგრამ ეს არ ხდება. რეჟიმი არის უძლური და მისი სისუსტე ყველას წინაშე ჩანს: მისი შინაგანი სისუსტეა ის უნდობლობა, რომელიც ჩვენ დავინახეთ ამ რეჟიმის წარმომადგენელთა შორის, ერთმანეთს რომ ებრძვიან და ჭამენ. ეს არის სწორედ შედეგი 300-დღიანი პროტესტისა. ვინც კითხულობს, რა გვეშველებაო, დაინახეთ, როგორ არიან შეშინებული, როგორ არიან ერთმანეთზე გადაკიდებულები. ეს ყველაფერი არის პროტესტის რეალური, კონკრეტული შედეგი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG