18:00 საათზე გავრცელებულ განცხადებაში უწყების პრესცენტრი წერს, რომ პროკურატურამ 14 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
ამასთან წერს, რომ კიდევ ორ დემონსტრანტზე პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით „კანონით დადგენილ ვადაში“ - ანუ უახლოეს პერიოდში - მიმართავს სასამართლოს.
ხოლო ექიმ გიორგი ჩახუნაშვილთან დაკავშირებით - „საპატიმრო გირაოს“ ითხოვს.
ამას პროკურატურა ასაბუთებს „სხვადასხვა ობიექტური გარემოებებით“.
ის 16 ადამიანი, რომლებსაც პატიმრობა ემუქრებათ, არიან:
- ამირან დოლიშვილი
- გიორგი ქორქია
- ზაქრო ალბუთაშვილი
- ირაკლი ჩხვირკია
- ანტონ უპერი (დაუსწრებლად)
- ანტონ ვარდანიძე (დაუსწრებლად)
- გიორგი მულაძე
- ხვიჩა გოგოხია
- რამაზ მამულაძე
- გენადი კუპრეიშვილი
- ალექსანდრე ჩილაჩავა
- სულხან ტუღუში
- ლევან ჯიქია
- ლაშა ივანაძე
- ია დარახველიძე
- ავთანდილ სურმანიძე
ჩახუნაშვილსა და სიაში პირველ 14 ადამიანს ბრალად ედებათ:
- „სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად“ - სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
- ასევე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა - 225-ე მუხლის მეორე ნაწილი.
- მათ ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ხოლო ია დარახველიძესა და ავთანდილ სურმანიძეს ბრალი წარუდგინეს „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაზე“ - რაც ასევე ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დღესვე, 10 ოქტომბერს, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა შვიდ დემონსტრანტს, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობდნენ.
ესენი არიან: ვლადიმერ გველესიანი, ნიკა გვენცაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ზურაბ ჭავჭანიძე, კონსტანტინე კოკაია და კობა ეპიტაშვილი.
გადაწყვეტილება დღეს, 10 ოქტომბერს, გამოცხადდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 46 დემონსტრანტიდან პატიმრობა შეუფარდეს 26-ს - უკლებლივ ყველას, ვისი საქმეც განიხილეს.
გოგი ჩახუნაშვილი პირველია, ვის მიმართაც პროკურატურა პატიმრობას არ ითხოვს.
ფორუმი