Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზია ამაღლობელს და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას პრაღაში "ფორუმ 2000-ის" ჯილდო გადაეცათ


„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი „ფორუმ 2000-ის“ წლევანდელი ჯილდოს მფლობელია.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი „ფორუმ 2000-ის“ წლევანდელი ჯილდოს მფლობელია.

მოკლედ

  • „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი „ფორუმ 2000-ის“ წლევანდელი ჯილდოს მფლობელია - დაჯილდოების ცერემონია პრაღაში 12 ოქტომბერს გაიმართა.
  • „ფორუმი 2000“ არის ფონდი და ამავე სახელწოდების კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად იმართება ჩეხეთში, პრაღაში.
  • მზია ამაღლობელს, როგორც ქართული წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლოს, პრიზი გადაეცა სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის.

„ფორუმი 2000“ 1996 წელს დაარსდა ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის, იაპონელი ფილანთროპის, იოჰეი სასაკავასა და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის, ელი ვიზელის ერთობლივი ინიციატივით.

საერთაშორისო ჯილდო, რომელიც "ფორუმ 2000-ის" ფონდმა 2021 წელს დააარსა, არის განსაკუთრებული სამოქალაქო გამბედაობისა და პასუხისმგებლობის ჯილდო, რომელიც გადაეცემათ მოქალაქეებს ან ინსტიტუტებს სამეტაპიანი შერჩევითი პროცესის შემდეგ. ეს არის ჯილდო მათთვის, ვინც დემოკრატიის დაცვას, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხელშეწყობას პირად ინტერესზე მაღლა აყენებს.

„ფორუმ 2000-ის" კონფერენცია
„ფორუმ 2000-ის" კონფერენცია

წინა წლებში ამ ჯილდოს მფლობელები გახდნენ:

2024 წელს - როსიო სან მიგელი, ვენესუელელი ადვოკატი და სამხედრო საკითხებში სპეციალიზებული უფლებადამცველი, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს ოფიციალური ბრალდების გარეშე.

2023 წელს - ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ავტორი და ისტორიკოსი, რომელსაც 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი რუსეთში, უკრაინაში რუსეთის ქმედებების ღიად დაგმობისთვის.

2022 წელს - ჟანგ ჟანი, ჩინელი ჟურნალისტი და ყოფილი ადვოკატი. მისმა რეპორტაჟებმა COVID-19-ის შესახებ ეჭვქვეშ დააყენა კრიზისის მართვის გამართულობა, რაც მისი დაპატიმრების საფუძველი გახდა.

2021 წელს - კარლ გერშმანი, დემოკრატიის მცველი და ადამიანის უფლებათა დამცველი, დემოკრატიის ეროვნული ფონდის ყოფილი პრეზიდენტი.

„მზია ამაღლობელი, რომლის საქმიანობაც ადამიანის უფლებებს, კორუფციასთან ბრძოლას და სოციალურ სამართლიანობას ეძღვნება, აღიარებულია, როგორც საქართველოს პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი და სინდისის პატიმარი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ“, - ნათქვამია "ფორუმ 2000-ის" განცხადებაში მზია ამაღლობელის შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG