როგორც "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ამავე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი შეეხება 10-მდე ოპოზიციურ პარტიას, რომლებსაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიაზრებენ.
- თუკი საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს აეკრძალებათ პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, თანამდებობის დაკავება, არჩევნებში მონაწილეობა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უფლებების შემზღუდველი კანონის შესახებ პირველად „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა 13 ოქტომბერს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე. მან აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკოსების სხვა პარტიებში გაწევრიანებაც აიკრძალება და მათ ვერც საარჩევნო სიებში ვერ ჩაწერენ:
„წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება“.
გარდა ამისა, პოლიტიკოსს, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება, არ შეეძლება პარტიისთვის შემოწირულებების გაკეთება.
„ქართული ოცნება“ პირველ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას გეგმავს - როგორც ირაკლი კირცხალიამ თქვა, საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზად არის. თუკი კანონს სარჩელის წარდგენის შემდეგ მიიღებდნენ, შესაძლოა ახალი რეგულაციების გავრცელება-გაუვრცელებლობის საკითხი სამართლებრივი დავის საგანი გამხდარიყო.
ხელისუფლებაში მყოფი პარტია გეგმავს სარჩელს საფუძვლად დაუდოს სადავო პარლამენტში მის მიერვე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლითაც შესწავლილია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა.
ფორუმი