„11-წლიან სწავლებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ამას რამდენიმეწლიანი პერიოდი დასჭირდება. სულ მცირე ორი - იმიტომ, რომ აქ არის პედაგოგების გადამზადება ახალი პროგრამის მიხედვით, ახალი სახელმძღვანელოები თავისი მეთოდოლოგიით. ეს არის პროცესი, რომელიც დროს და ძალისხმევას მოითხოვს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ექნებათ სასკოლო რეფორმის პრეზენტაციაც.
16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების 7 გამოწვევისა და მათი გადაჭრის გზებზე პროგრამა წარადგინა. „საუნივერსიტეტო რეფორმის“ კონცეფციის მიხედვით „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი“ იქნება.
სწორედ ამ დღეს ისაუბრეს 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე დასრულების შესახებ.
ფორუმი