Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ რუსთაველზე დემონსტრანტები დააკავა


დაკავებულთა შორის არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.
დაკავებულთა შორის არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

დღეს საღამოს, 22 ოქტომბერს, პოლიციის თანამშრომლებმა 30 დემონსტრანტი დააკავეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, გზის გადაკეტვის მცდელობის შემდეგ. ჯერჯერობით მათი რაოდენობა და ვინაობა დაუზუსტებელია - ინფორმაცია თანდათანობით განახლდება.

22:00 საათისათვის, რადიო თავისუფლების დათვლით, დემონსტრანტების მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 30 ადამიანია დაკავებული.

აქციის ერთი მონაწილე პარლამენტის შეუძლოდ გახდა - იგი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ვინ არიან დაკავებულები

დაკავებულთა შორის არიან:

  • ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი - რომელიც 2019 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალგორის რაიონში დააკავეს „საზღვრის კვეთის“ ბრალდებით;
  • ლიკა ბასილაია-შავგულიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი;
  • აქტივისტი ისაკო დევიძე - ის არაერთხელ დაუკავებიათ აქციებისას;
  • აქტივისტი ილია ღლონტი, ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი;

ასევე, დემონსტრანტების თანახმად, დაკავებული არიან მოქალაქეები:

  1. თამუნა გიორგაძე
  2. ლორენა ბერია
  3. გიორგი ელიაშვილი
  4. შაკო ბაღდოშვილი
  5. თამარ ლორთქიფანიძე
  6. მარია ტალიაშვილი
  7. ეკატერინე მონიავა
  8. გია ჯვარშეიშვილი
  9. ირაკლი კალანდაძე
  10. ნინი ნაჭყებია
  11. ნუკრი კაკულია
  12. ლადო ჯახუა
  13. ამირან შარაშიძე
  14. ლუკა აკობია
  15. ნიკა ნოზაძე
  16. თორნიკე კაკალაძე
  17. გუჯა მეკოკიშვილი
  18. იოსებ ხეოშვილი
  19. ნიკოლოზ შურღაია
  20. ლუკა გოგია
  21. ნეკა ნათელაშვილი
  22. ბექა მელუა
  23. თამარ თევზაძე
  24. ირინა ვარშანიძე
  25. ანასტასია ჯაფარიძე

რა მოხდა

დაახლოებით 20:00 საათისათვის რამდენიმე მოქალაქე გზის სავალ ნაწილზე გადავიდა.

ერთი მათგანი გზაზე დაწვა, მეორე - მწერალი ირაკლი ლომოური - თავის მიტანილ სკამზე დაჯდა, კიდევ ერთი ადამიანი კი გზის შუაში, ასფალტზე დაჯდა.

შემდეგ პარლამენტის წინ პოლიციის ეკიპაჟი მივიდა და მათ მოუწოდა, გზა გაეთავისუფლებინათ.

ამ დროს ერთ-ერთი გოგო პოლიციის მანქანის სახურავზე ავიდა. იგი მანქანიდან პოლიციის მოწოდებების შემდეგ ჩამოვიდა.

განახლება: იგი სისხლის სამართლის წესით დააპატიმრეს.

მალევე გზაზე უფრო მეტი დემონსტრანტი გადავიდა.

მოგვიანებით ადგილზე მივიდა პოლიციელთა დიდი რაოდენობა - მათ მოქალაქეთა დაკავება დაიწყეს.

პოლიციელებმა ტროტუარის გვერდით „კორდონი“ აღმართეს და დემონსტრანტებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას აღარ აძლევენ.

დღეს აქ ჟურნალისტების მიმართვა იყო დაგეგმილი.

დღეს ამ აქციაზე დაკავებულთა გარეშე, 22 ოქტომბრის საღამოსათვის, კანონმდებლობის მორიგჯერ გამკაცრების შემდეგ, 19 ოქტომბრიდან 65 ადამიანი იყო დაკავებული.

მათ უმეტესობას პატიმრობა შეუფარდეს.

წინა კვირაში ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებით, აქციაზე სახის დაფარვა და გზის ხელოვნურად გადაკეტვა უალტერნატივოდ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.

ამ სამართალდარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლის დანაშაულია და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG