დრონების უმეტესობა, სავარაუდოდ, ბელგოროდის (45) და სამარის (12) ოლქებში ჩამოაგდეს. მოსკოვის ოლქში თერთმეტი დრონი განადგურდა, რომელთაგან ექვსი მოსკოვისკენ მიემართებოდა.
თავდასხმების ფონზე, მოსკოვის მახლობლად, ჟუკოვსკში ელექტროენერგია გაითიშა. ადგილობრივი ხელისუფლება ინციდენტს „10 კვ-იანი აღჭურვილობის ავტომატურ გამორთვას“ მიაწერს, იტყობინებოდა ASTRA პარასკევს ღამით.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა დაზვერვის დირექტორატმა 1 ნოემბერს განაცხადა, რომ წინა დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც მოსკოვის ოლქში წრიული ნავთობსადენი გამოირთო. ამ მილსადენით მიეწოდება რუსეთის არმიას საწვავი.
მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რამენსკოეს რაიონში აფეთქდა მილსადენის სამივე ხაზი, რომლითაც ბენზინი, დიზელი და საავიაციო საწვავი გადაიქაჩებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ცნობაზე კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.
უკრაინის დაზვერვამ მოსკოვის ოლქში მილსადენის მწყობრიდან გამოყვანის შესახებ განაცხადა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს ღამით რუსეთის ათ რეგიონში საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ 98 უკრაინული დრონის განადგურების შესახებ განაცხადა.
ყველაზე პოპულარული
1
ფორუმი