პროექტის თანახმად, სასჯელისგან ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილეთა, დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაშავებულთა ახლო ნათესავები.
ამნისტია შეეხებათ 60 წელზე მეტი ასაკის ქალებსა და დანაშაულების ჩადენის მომენტში არასრულწლოვანებს.
გარდა ამისა, სასჯელისგან გათავისუფლდებიან ან სასჯელის ვადა შეუმცირდებათ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულებისთვის.
პროექტი აზერბაიჯანის პარლამენტს წარედგინა.
მოელიან, რომ ამნისტია 20 ათას პირს შეეხება, მათ შორის 5 ათასი დატოვებს საპატიმროებს, 3 ათასს კი საპატიმრო ვადა შეუმცირდება.
მანამდე აზერბაიჯანში ამნისტია 2021 წელს გამოცხადდა. სიაში ვერ მოხვდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები, რამაც უფლებადამცველების კრიტიკა გამოიწვია. მათი განცხადებით, ამნისტია მხოლოდ ორ პოლიტპატიმარს შეეხო.
ადგილობრივი უფლებადამცველების მონაცემებით, ამჟამად აზერბაიჯანის ციხეში 400-მდე პოლიტპატიმარია. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ განცხადებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ჩინოვნიკების თქმით, პოლიტპატიმართა სიებში შეყვანილი ადამიანები გასამართლებული არიან მხოლოდ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
ფორუმი